ასოციაცია კათარზისში დაარსებული თეატრი ნოსტალგია 25 წლის იუბილეს აღნიშნავს 2018 წელს; ის უდაოდ ერთერთია კათარზისის წარმატებულ  პროექტებს შორის. ფაქტი, რომ არსებობს თეატრი ნოსტალგია სასიამოვნო და სასიხარულოა და, იმავდროულად, დასანანი, რომ ის სახელმწიფოში ამ ტიპის ერთადერთი თეატრია.
შეიძლება ითქვას, რომ თითქმის არ არსებობს თავისუფალი შუალედი დარბაზის მუშაობის გრაფიკში; მთელი ამ წლების განმავლობაში მისი სამუშაო გრაფიკი გამოსასვლელ დღეებსაც კი არ ითვალისწინებდა, რომ აღარაფერი ვთქვათ მიმდინარე რემონტისთვის მის დროებით დახურვაზე; შესაბამისად, წლების განმავლობაში მინიმალურადაც კი არ განახლებულა მისი ინტერიერი არასდროს. ბუნებრივია, რომ დღეისათვის ის რეაბილიტაციას საჭიროებს.