ალმანახი

რედაქტორის სვეტი

 005

პატივცემულო ბენეფიციარებო!
„კათარზისის" ლიტერატურულმა ალმანახმა, სახელწოდება შეიცვალა და 2014 წლიდან იგი თქვენს წინაშე წარმოსდგება „ბერმუხას" სახელწოდებით. ჩემის აზრით სახელი „ბერმუხა" ამართლებს ალმანახის სახელწოდებას რადგან თქვენ ხომ ცხოვრების დიდ ჭიდილებს გაუძელით. დღემდე მოიტანეთ სიძლიერე და გამძლეობა სულისა. მინდა გაუწყოთ, რომ ჩვენ ალმანახის პირველი ნომერი, რომელიც ათვლას ამ წლიდან იწყებს, გვინდოდა განსხვავებული ყოფილიყო და იგი გახსნილიყო სახალხო პოეტის ჯანსუღ ჩარკვიანის მისალმებით. მივმართე რა პოეტს, მანაც არ დაახანა და ჩვენს ბენეფიციარებს მშვენიერი ლექსებით მოგვიფერა და მოგვესიყვარულა. ამ ყურადღებისათვის დიდი მადლობა ბატონ ჯანსუღს.
როგორც ამ ნომრის რედაქტორმა თქვენთან შეთანხმებით გადავწყვიტე ლექსი შევიტანო თავად ავტორის ხელთნაწერით, რაც ჩემის აზრით ლიტერატურულ ალმანახს „ბერმუხას" თავისებურ ხიბლს შესძენს.
ამ სიახლემ და ამ წამოწყებამ, მიბიძგა ახალი სიახლისაკენ, რომ ჩვენს ალმანახს საქართველოს გამოჩენილი ადამიანების ავტოგრაფები დავუტოვო. თითოეულ გამოცემულ ნომერში.
                                                                                                                                                                        ალმანახ „ბერმუხას" რედაქტორი
                                                                                                                                                                                           ლილი გორდელაძე

 

 დრო და კათარზისი

ყველა ასეთვის შეგვინდია,

ან დროს რამეს ვინ უშლის?

დრო არმიდის,

ჩვენ მივდივართ,

 

დროა მარადიულში.

თუმცა სამი დრო არ მოშლილა,

არ ვართ ღმერთთან თავნებით,

ჩვენ, ყველანი სამ დროში ვართ,

 

სამ დროს ვეთაყვანებით.

მოხუცებო! ასიწელი

ხმა უფლისა გუგუნებს,

კიდევ დიდხანს გაუძელით

საუკუნის უკუნეთს.

                                                                                                                                  თქვენი ჯანსული ჩარკვიანი

 

gazeti