ალმანახი

ვანო ჩიტიშვილი

ახალი წელი

ახალი წელი - დღე სასწაული,
ბევრი გინახავთ თქვენს სიცოცხლეში,
ყოველ ახალ დღეს, ყოველ ახალ წელს,
კვლავ განახლება შემოაქვს თქვენში.

წავიდა ძველი, მოდის ახალი,
წელი სამშობლოს, ჩვენი ქვეყნისა,
მამა-პაპათა გმირი მამული,
სახელოვანი წინაპრებისა

სახელგანთქმული ქართველი ერი,
ყოველთვის სძულდა მოძულე მტერსა,
ქართველი იდგა მტკიცედ ერთგული,
ვერ მოერია ის ქართველ ერსა.

ახალო წელო, ხალხის იმედო,
გთხოვ დაამკვიდრო მშვიდობა მარად,
ქართველი ხალხი აბედნიერო,
გაუხდე მამულს მცველად და ფარად.

ქართველი ხალხი - ოსებს, აფხაზებს,
ყველას უწვდიდა საშველად ხელსა,
ერთად იბრძოდნენ, ერთად შრომობდნენ,
და ამარცხებდნე მოძულე მტერსა.

ახალი წელო შენ გაუთენე,
დღე ბედნიერი, შვების, ნათელი,
რომ საქართველო გაერთიანდეს,
და გაახარო ყველა ქართველი.

ახალო წელო, მუდამა ვხარობთ,
ლხინი, ქეიფი, კახური ღვინო,
ქართველო, ოსო, აფხაზო ხალხო,
გავშალოთ სუფრა და მოვილხინოთ.

ახალო წელო ახალგაზრდობას,
მიეცი სიბრძნე, სიტყვა დამწველი,
მაღალი გრძნობით ხალხს შთააგონე,
რომ დაგვებადოს სხვა რუსთაველი.

ხალხს მოევლინე ელვით და ჭექით,
და უჩვენებდე მომავლის გზასა,
მამულს უზრდიდნენ ერთგულ შვილებსა,
ყურად იღებდნენ მის გულისხმებასა.

ერთად ვიშრომოთ ქართველო ხალხო,
გვიყვარდეს ძმობა, იმედი, რწმენა,
გვწამდეს მამული კეთილი გულით,
ვებრძოდეთ შუღლსა, მტრობას და წყენას.

ახალი წელი ყველას ოჯახში,
გთხოვ შემობრძანდე ჭექა-ქუხილით,
ქართველი ხალხი აბედნიერო,
მოუსოი დარდი, სულის წუხილი.

წადი გაგვშორდი შენ ძველო წელო,
სამოთხედ გვექცეს ჩვენი ბუნება,
დღე მოგვილოცე თავისუფლების,
ნუგეში მიეც ერის რწმუნებას.

გვწამდეს სამშობლო გაუტეხელი,
ვაქებდეთ მამულს მარად მზიანსა,
ჩვენ გვიხაროდეს სუფრა გულუხვი,
ხალხსაც ვლოცავდეთ გულწრფელს ხმიანსა.

უფალი ღმერთის მადლი გვფარავდეს,
მამულს უმღერდნენ ჩვენი მგოსწები,
გვწამდეს, გვჯეროდეს ჩვენი სიმართლის,
ჩვენი ფიქრით და ჩვენი ოცნებით.

                                                                                                                                         

ბიძინა ივანიშვილს დიდებულ მამულიშვილს, ქართველი ერის ბურჯსა და მფარველს

 ხარ დიდებული მამულიშვილი,

ღვთის მადლი ჰფარავს შენს მომავალსა,

 რაც შენი შრომით, შენს ერს შეპმატე,

 ხალხიც მოჰყვება შენს გზასალა კვალსა.

 

 შენი ცოდნა და ზეშთაგონება,

 გსურს მოახმარო სამშობლო მხარეს,

 გიყვარს სიცოცხლე, ბედნიერება,

 ერის მფარველო, ხალხის მოყვარევ.

 

 ქართველი ხალხის ჭირიც, ვარამიც,

 თან დაგყვებათ და გიდგათ თვალწინა,

 ხალხი აქციო ბედიღბლიანი,

 რომ აამაღლოთ მაღლა ცამდინა.

 

 აკეთ საქმე საკეთლდღეოდ,

 თან დაგყვებოდა სამშობლოს ვალად,

 ქართველი ხალხი არ დაგივიწყებს,

 გიცნობენ ნამდვილ ადამიანად.

 

ულტურას, სწავლას და განათლებას,

 შეჰმატე შენი სიტყვა სვიანი,

 ხარ წინათმბრზოლი, გიყვარს სამშობლო,

 ერის ბურჯი და ადამიანი.

 

 ხალხი მოგყვება, გულით გიწამეს,

 სწამთ შენი ცოდნის, შენი ძალისა,

 ყველა ქართველის გულს გაახარებ,

 და გზას უჩვენებ მომავალისა.

 

 მთისა და ბარის სტუმარი გახდი,

 ცხოვრებას უქმნი მათ ბედნიერსა,

 თავს დასტრიალებ სოფელს და ქალაქს,

 მათ დღეს უთენებ, დღეს მშვენიერსა.

 

 გიყვარს მამული მრავალტანჯული,

 დღესასწაულობს მთაში სოფელი,

 ხალხთა ცხოვრების გახდი იმედი,

 და სიღარიბის დამამხობელი.

 

 რომ საქართველო გაერთიანდეს,

 საქმეს მიჰყვები წრფელი გულითა,

 ყველა ერს შორის ძმობას ამავიდრებთ,

 ხალხიც მოგყვება სიხარულითა.

                                                                                                                       ვანო ჩიტიშვილი