ალმანახი

 იოსებ ხუცურაული

1929 წლის 1 აპრილს დავიბადე. 5 წლის ვიყავი, როცა სკოლაში შევედი. სკოლა დედაჩემის ახლადაშენებულ სახლში იყო მოწყობილი გვითხრა ბატონმა იოსებმა. სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისის სამხატვრო აკადემია დავამთავრე, სადაც ჩემი პედაგოგები იყვნენ: იაკობ ნიკოლაძე, ნიკოლოზ კანდელაკი, სერგო ქობულაძე, ვახტანგ ბერიძე. ხოლო თანაკურსელები კი: ელგუჯა ამაშუკელი, მერაბ ბერძენიშვილი, კახი ხუციშვილი, ედმუნდ კალანდაძე და სხვა.
ბატონ იოსების ნამუშევრები ყოფილ საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებშია განფენილი. ბატონი იოსები მოქანდაკეობასთან ერთად შესანიშნავი პოეტიც არის და დიდი ვაჟასი არ იყოს მშვენიერ პოეტურ მარგალიტებს გვითესავს, რასაც ჩვენი ლიტ. ალმანახი დროდადრო შემოგთავაზებთ.

 

სატრფიალო

 ჩვენ გიჟები ვართ ორივე,

 სულელებიც ვართ თანაც,

 არ მეგულება ამ ქვეყნად,

 სხვა წყვილი ჩვენისთანა.

 

 დედამიწაზე დავხოხავთ,

 ვარსკვლავებს ვწვდებით თანაც

 პირსათნოების მსურველნი,

 პირს ხვარ ვიმურავთ შავად?

 

 გამაგებინე რას ვიბრძვით

 მე ვერა ვხვდები თავად.

 მაღალმა ღმერთმა განსაჯოს

 სუყველას საფშვინავად!

 

 დრე ყლუპადაც მყოფნიდი

 მთის ცივი წყაროს ჩქარისა

 ახლა უზომოდ მინდიხარ

 წყლად და ღვინოდ ბევრის სმად

 

 ტრფიალის ლოთად გამხადე

 ნეტა რამელის მერმისად?

 ზეციური ხმა ჩამესმის

 ანგელოზების მღერისა

 

 ვისაც რა უნდა უნდოდეს

 შენა ხარ ჩემი ტრფიალი

 თივის კოკურით ღვინის სმა

 ყელში რომ ჩააქვ ჩხრიალი

 

 შენთან ფშაური თამაში

 ფეხის თითებზე ტრიალი

 თუ როგორმე ამ ცხელ მკერდში

 ჩავიკონე შენი თავი

 

 მერე ვეღარავენ მომხსნის

 თუნდ დაუბან საყევარი

 რაგინდ მეტიც დაამატონ

 გამწევი და შამძლე ხარი

 

 ბროლის ყელს რომ ეხვევიან

 ლექსით დიდი პოეტები

 ამით ნეტავ რას ხვდებიან

 დიდ გრძნობების მომეტებით?

 

 ბროლის ყელი შხამსაც აფრქვევს

 არის ისეთი მომენტებიც.

 ისეთ ყელებს ვენაცვალე,

 ბელბულივით მომღერალსა,

 

 თვითონ თავის თავს რომ ატკბობს

 უფრო მეტად კიდევ სხვასა

 ხული ძარღვი აუთრთოლოს,

 არა ზოგავს თავის თავსა!

 

 საქმემ სოფელში დიდხანს დამტოვა

 შენ დამრჩი შორი, ძალიან შორი

 არა მცილდება შენი ზმანება,

 თვალთაც ციალი და ყელი ბროლის

 

 ბევრი საქმე მაქვს, გადაუდები

 და აღარ ვიცი წამოვალ როდის.

 ამიტომა გთხოვ უმორჩილესად

 ჯერ ნუ დამიწყებ გადაბმულ ლოდინს.

 

 და თუ მიქელა, სადმე სიშლეგით

 გულს დამეტაკა განადგურებით,

 შენ მაპატიე დიდსულოვნებით

 დანაშაული არ დაბრუნების.

 

 მიიღე ჩემი ლექსები

 როგორც მოლოცვა ბედისა

 მადლობელი ვარ მე ღვთისა

 ღირსი მისია მეღირსა

 

 კიდევ მოგიძღვნი უამრავს

 ამ წელს, იმ წელს და მერმისაც,

 და გამოგიფენ მრავალჯერ

 ჭრელ-ჭრულ ლექსების ვერნისაჟს!

 

 მუხრანს ფარჩუკათ თამარო

 თავს გიდვავ დიდი წადილი

 გილექსები და მრავალი

 ცუდათ თუ კარგად გაზრდილი

 

 ცხრა უმაღლესში ვისწავლავ

 ცოდნა გაქვს ცამდე აწვდილი

 ზეცაში აფრენას ლამობ

 დიდი გაქვს მაგის ქადილი!

 

 ჰაიგიდი პოეტო ქალო

 ფშავლის სალექსო გაჰხეო

 მხატვრულად მინდა ავსახო

 შენი ლამაზი სახეო

 

 მაშინვე გულში ჩამეჭერ

 რა წამსაც დაგინახეო

 თავი ვერ გამომიხსნია

 როგორ გამიგე მახეო?

 

 ნურავის ეტყვი ჩემს გრძნობებს

 ფარულად შემინახეო!

 

 

გურამ თაყნიაშვილი

გურამ თაყნიაშვილი დაიბადა დმანისის რაიონის სოფ. მამულოში 1938 წელს. სწავლობდა ჯერ ამ სოფლის დაწყებით სკოლაში. შემდეგ თბილისის კულტურულსაგანმანათლებლო სასწავლებელში: საშუალო სპეციალური განათლების მიღების შემდეგ. 1958-1962 წ. იდგა საბჭოთა სამშობლოს სადარაჯოზე. 1962-1966 წ. სწავლობდა თბილისის ა. ს. პუშკინის სახ. სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში. სადაც წარჩინებით დაასრულა სპეციალობის ასპირანტურა. 1966 წლიდან დღემდე ეწევა პრაქტიკულ და სამეცნიერო - პედაგოგიურ მოღვაწეობას. ამჟამად იგი. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის სამეცნიერო-მეთოდური სამსახურის უფროსია.

guram takniashnivli miwav qartulo

 

guram takniashvili aq rad mosulxar