ალმანახი

ჟუჟუნა გოქაძე 

 

 

jujuna goqadze ocnebebi shenze

 

 

 

 

ალექსანდრე ლორია

ჩვენო დიდო საუფლოვ!
ჩვენო დიდო საუფლოვ-
საქართველო პატარავ!
თითქოს ბედად გეწერა,
ამდენ ჭირის ატანა,

ირგვლივ გერტყა ათასი
შენი მიწის მდომელი...
მაინც დარჩი ძირძველი,
მტკიცედ ფეხზე მდგომელი.

დაყოფა და ტაცება
იყო მათი ოცნება,
მაგრამ კვლავ ნათელი გცემს,
როგორც ღვთის საოცრება.

დღესაც კი აქვთ წადილი
ნგრევის ჩვენი ნებისა,
ჩვენი დაშლა-დაქცევის,
ჩვენი დამონებისა.

მაგრამ თვით საქართველო
არის განუყოფელი,
ყველა კუთხე-კუნჭული,
ქალაქი თუ სოფელი...

ჩავლილია წარსული,
ჭრილობები ურჩება,
და ამ ავბეთიდობას
კვლავაც გადაურჩება!

 

 

წიგნის მტერია ორივ

wignis mteria oriv

 

ტარიელ მუმლაძე

 

რა არის სიყვარული?
არც ერთი გრძნობა არაა ისე ძლიერი, როგორც სიყვარული. სწორედ სიყვარულს ძალუძს გაადნოს გაყინული სული, აამღეროს დაჩაგრული გული.
რა უნდა იყოს იმაზე მეტი, რომ ადამიანს მიანიჭო უსაზღვრო სიხარული, სიამოვნება და ნეტრება. ეს ხომ მხოლოდ სიყვარულს შეუძლია?
რა შვენიერია, როცა სიყვარულით აელვარებული გული დამთბარი, დამტკბარი და გასხივოსნებულია.
სიყვარული ის გრძნობაა, რომელიც თან დაგდევს შინ და გარეთ, ჭირსა და ლხინში, რომელიც გაიმედებს, გამაგრებს და გასულდგმულებს. ასეთ დიდ გრძნობას ზოგჯერ ცეცხლოვანი ცრემლებიც ამშვენებს ხოლმე.
როცა უყურებ შენს სიყვარულს, გგონია ქვეყანა ვარდებითაა მოფენილი, სითბო და სიხარულია ყველგან, ცა გახსნილია და ნეტარების ჰანგები იფრქვევა ზეციდან.
შენ მზად ხარ სიყვარულისათვის გაიღო მსხვერპლი. შენ ამაღლებული ხარ შენი უმწიკვლო, წმინდა და სპეტაკი სიყვარულით.
ჭეშმარიტი სიყვარულის ეიფორიები, შესაძლებელია სხვას არანორმალურ, გიჟურ და სასოწარკვეთილ გრძნობად მოეჩვენოს მანამ, სანამ თვითონაც არ გაეხვევა სიყვარულის ცეცხლის ალში და თუ მას ასეთი ცეცხლის ალი არ მოედო, მაშინ მისი ცხოვრება მონური და გაუხარელი გზაა.
სიყვარული დაუოკებელი გრძნობაა. გაუფრთხილდით მას.

სანდრო პაპა
ჩვენს იტალიურ ეზოში სახლები ისეა განლაგებული, რომ აივნები ლამის ერთმანეთს მისწვდნენ. ჩვენი სახლის პირდაპირ მდებარე სანდრო პაპას სახლის აივანი, სამიოდე მეტრითაა დაშორებული ჩვენი სახლის აივანიდან. კიდევ კარგი, ჩვენ მეორე სართულზე ვართ, თორემ, ეს რომ იყოს პირველ სართულზე, ეზოში შემოსული მანქანები გვერდებს შეალეწავდნენ აივნებს.
ჩემი საწოლიდან კარგად ჩანდა სანდრო პაპას აივანი. მისი და ჩვენი აივნების კარები იყო მინებიანი და ამ კარებს ჰქონდათ დარაბები. ყოველ საღამოს, როცა კარები დაიკეტებოდა, დარაბებს მოხურავდნენ და რკინის ღეროთი გადარაზავდნენ. ამას იმით ვხდებოდი, რომ დაკეტვის დროს რკინის ღერო გაირაჩხუნებდა, მერე შუქი ჩაქრებოდა და სიჩუმე ჩამოვარდებოდა.
დილით, ყოველ 7 საათზე რკინის რიკულები გაირაჩხუნებდა, დარაბები გადაიკეცებოდა და კარები იღებოდა. კარებში სანდრო პაპა გამოჩნდებოდა. მარჯვენა ხელს ასწევდა და მარცხენა ულვაშზე ჩამოისვამდა, წყნარად ჩაილაპარაკებდა: „მადლობა, პირჯვარს გადაიწერდა და შინ შედიოდა. ამ სცენას ისე მივეჩვიე, რომ ყოველ დილით თვალებს გავახელდი, ბალიშს შევასწორებდი და აივნისკენ ვიყურებოდი, როდის გამოჩნდებოდა სანდრო პაპა, როდის გაისწორებდა ულვაშებს, როდის გადაიწერდა პირჯვარს და შევიდოდა ბინაში.
ყოველ დილით 8 საათზე დედა შემომიღებდა კარებს და გამაფრთხილებდა: - ნიკა, გეყოფა ძილი, ადექი, სკოლაში არ დაიგვიანო.
ერთ დღეს, გამეღვიძა 7 საათზე და ვიცქირები აივნისაკენ. ველოდები, რომ სანდრო პაპა დარაბებს გადახსნის, რკინის რიკული გაიჩახარუნებს და აივნის კარებს გააღებს. მერე მარჯვენა ხელს ასწევს და მარცხენა ულვაშზე ჩამოისვამს, მერე მარცხენა ხელს ასწევს და მარჯვენა ულვაშზე ჩამოისვამს, თან დააყოლებს „მადლობა, უფალო, ფეხზე ვდგავარ". შეტრიალდება ბეთლემის ეკლესიასაკენ და პირჯვარს გადაიწერს. სანდრო პაპა კი იგვიანებს, დედაჩემიც აღარ მიღებს კარებს, რომ მითხრას ადექ ნიკა, სკოლაში არ დააგვიანო. მართლაც, არ უნდა დავაგვიანო, ხუმრობა ხომ არ არის, წელს საშუალოს ვამთავრებ.
არ ჩანს სანდრო პაპა, არ მეხმიანება დედა. ეს ყველაფერი უცნაურად მეჩვენა და შიშისგან დავიყვირე: დედაა... დედაა... დედაა... უცებ კარები გაიღო და დედა აცრემლებული თვალით შემოვიდა ოთახში. წინსაფარი ასწია და ცრემლები შეიმშრალა. რა მოხდა? სანდრო პაპამ რატომ არ გააღო აივნის კარები? დედა ჩემსკენ შემოტრიალდა და მითხრა:
- „სანდრო პაპა აივნის კარებს ვეღარ გააღებს, წუხელ იქ ვიყავი", - და დედას კვლავ ცრემლები წასკდა და ოთახიდან გავიდა.
ო, ღმერთო, ნუთუ, ნუთუ... ვთქვი და აცრემლებულმა თავი ჩავრგე ბალიშში.

არტაშ, შე ძველო!..
მთელი დღე თბილისის ქუჩებში უსმელ-უჭმელი დავეხეტებოდი. ერთ ადგილზე კაფე-ბარს ჩავუარე, საიდანაც ისეთი სუნი მეცა, რომ თავი ვეღარ შევიკავე და შევედი.
სკამზე ჩამოვჯექი და წიგნებით გატენილი პაპკა მაგიდის ფეხს მივაყუდე.
- რას მიირთმევთ? - შემომესმა სექსუალურად ჩაცმული მიმტანის ხმა.
- რა ღირს ხაჭაპური?
- 50! - ამრეზილად თქვა მიმტანმა და მაგიდას ტილო მიუსვ-მოუსვა.
- ერთი ცალი, თუ შეიძლება?! - ვუთხარი და ფეხებისაკენ თვალი გავაპარე, მაგრამ რად გინდა, მშიერ კაცს იმ წუთში ჭამის მეტი არაფერი მახსოვდა. ხან ერთ, ხან მეორე ჯიბეში დავიწყე ქექვა და როგორც იქნა 50 თეთრი შევაკოწიწე.
ჩემს წინ სავსე სუფრასთან ორი, კარგად ჩაცმული, შავ ულვაშმოშვებული მამაკაცი იჯდა და შამპანიურს მიირთმევდნენ. მოშიებულს თვალი მათკენ გამეპარა. როგორც იქნა მეღირსა, მიმტანმა ხაჭაპური მომიტანა.
ის დალოცვილი ხაჭაპური ისეთი ცხელი იყო, რომ სულის ბევრა დავუწყე და იმ ორი კაცის ყურადღება მივიქციე. ნახევარიც არ მქონდა შეჭმული, რომ მიმტანი შამპანიურებითა და პურმარილით სავსე ლანგრით დამადგა თავს.
- იმ მაგიდიდან მოგართვეს! - მანიშნა მიმტანმა და ლანგრიდან ხორაგის გადმოლაგება დაიწყო.
გამახსენდა კომუნისტების დრო. მეც რამდენჯერ გამიკეთებია ასე. თავი ავწიე და სუფრასთან მსხდომთ გავხედე.
- გაამოთ! - ღიმილით მითხრა ულვაშიანმა.
შევეშალე, ნამდვილად სხვაში შევეშალე, გავიფიქრე, მაგრამ რაც უნდა ყოფილიყო, იმ სუფრის მიმტოვებელი აღარ ვიყავი.
შამპანიური გავხსენი, სასმისი ავაქაფე და გადავუძახე.
მესიამოვნა. არანაკლებ სასიამოვნი იყო შიშხინა მწვადი, მჟავე კიტრი, ყველი და ხინკალი. ცოტა ფერზე მოვედი, სკამზე გავიმართე და გავიფიქრე:
ვინ არიან და საიდან მიცნობენ? კი, იყო დრო, როცა რომელ ჯიბეშიც ჩავიყოფდი ხელს, ფული მქონდა. ახლა კი უმუშევარ მწერალსა და ჟურნალისტს 3 და ხანაც 5 ლარს თუ გადმომიგდებენ ჰონორარის სახით.
ხასიათებში რომ დავეწიე ჩემს დამფასებლებს, ფეხზე წამოვუდექი და მათი სადღეგრძელო შევსვი. მათაც სამადლობელი თქვეს. ერთმა ტარაკანას მსგავსად ულვაშმოშვებული ხელით მოიწურა წვერი და სველი ხელი მუხლზე მიისვ-მოისვა. სადღეგრძელოს სადღგრძელო მოჰყვა და მაგიდებიც შევაერთეთ. მე ჩემი ლექსების წიგნები დავაძვრე და იმ პატიოსან ხალხს ჩამოვურიგე სამახსოვროდ. მათ მადლობა გადამიხადეს და წიგნები არც გადაუშლიათ, ისე დაიდეს გვერდით. ცოტა კიდევ რომ შევსვი, ერთ მათგანს ვკითხე:
- თქვენ, ალბათ, ქალაქის მერიაში მუშაობთ.
- არა, ეგენი ჩემთან მოდიან.
- აა, პარლამენტში?
- ეგენიც!
- უკაცრავად, მთავრობაში, ვთქვი და მოთმინებით დაველოდე პასუხს.
- ეგენიც ჩემთან...
ლამის შევიშალე ჭკუაზე:
- ვწუხვარ, რომ ჩემთვის ამდენი ფული გადაიხადეთ, - ვთქვი ულვაშიანის გასაგონად.
- ის შენი ფულის ნაწილიც იყო! - მითხრა ულვაშიანმა და სასმისი შამპანიურით შემივსო.
- ა, ხომ ვთქვი, შევეშალე-მეთქი.
- ჰო, ძმაო, ის შენი ფულის ნაწილიც იყო, დანარჩენი ფეშქაშად.
ვერა და ვერ მოვისვენე.
- ნეტავ ვინ არიან ესენი? - კვლავ ვკითხე ჩემს თავს.
გამომშვიდობებისას გრძელულვაშიანმა ხელი გამომიწოდა და მითხრა:
- არტაშ, შე ძველო! - და ავქვითინდი.
მკითხველო, დაუგდეთ ყური! ეს ქვითინი ახლაც გრძელდება.

ჩემი „ჯიგიტები"
ჩემს ახლობელ „ჯიგიტებს" ფირმა ფერმად გაუხდიათ. ამ ფერმაში მოზვრები ზმუიან და ციკნები კიკინებენ.
ერთხელ დამშეულ-გაძვალტყავებულმა ნაცნობ მებუფეტეს შევუარე და ვთხოვე ნისიად მოეცა საჭმელი.
- მე კი მოგცემ, ძმო, მაგრამ აგერ შენს „ჯიგიტებს" - ხელი სასადილოს ეზოსკენ გაიშვირა - სამეფო სუფრა აქვთ გაშლილი, - თქვა მებუფეტემ.
გამოვარდი გარეთ და მივუახლოვდი ჩემი „ჯიგიტების" სუფრას. თვალები ამიბრჭყვიალდა, როცა მწვადებითა და ჩაქაფულით სავსე მათლაფები დავინახე.
- ოო, მოვიდა თქვენი დამშეული მოპოეტე ინტელიგენტი, - ერთხმად ჩაულაპარაკეს ცოლებმა ჩემს „ჯიგიტებს"
- ოო, პოეტს გაუმარჯოს, - ღიმილით წამოიძახა უფროსმა „ჯიგიტმა".
- მობრძანდით, ვასილიჩ, - მითხრა მეორე „ჯიგიტმა".
- როგორ არის ამ ქვეყნის საქმე? - კრეჭვით მკითხა უფროსი „ჯიგიტის" მეუღლემ და იდაყვით მეუღლეს წაუქიმინჯა.
- რა ქვეყანაზე მეკითხები? ეს ქვეყანა კი არა - ჯოჯოხეთია, - ვთქვი და შემოთავაზებულ სკამზე მოვკალათდი.
- მიირთვით, - მითხრა უმცროსმა „ჯიგიტმა"
თქმაც არ მინდოდა, მსუქანი ბარკალი დიდ ფოდნოსიდან დავითრიე.
უფროსმა „ჯიგიტმა" გადმომხედა და ღიმილით მიპასუხა:
- რას ერჩი ამ ქვეყანას, ვისაც აქვს შნო, ახლაა ნაღდი ქვეყანა.
- მე ვარ მოწმე, - გააგრძელა უფროსმა „ჯიგიტმა", - როცა ფულს ჯიბეში გტენიდნენ და შენ უარს ეუბნებოდი.
- როგორაა შენი სამსახურის საქმე? - მკითხა უმცროსი „ჯიგიტის" მეუღლემ.
- რა სამსახურია, როცა ხელფასით მგზავრობის ხარჯებს ძლივს ვფარავ.
- მიგიღებდი ჩვენს ფერმაში, - თქვა უფროსმა „ჯიგიტმა", - მაგრამ შენ ძროხას ვერ მოწველი და ციკანს ვერ გაატყავებ. შენს დიფერენციალებსა და ინტეგრალებს ძროხებს ბალახი ურჩევნიათ.
უმცროსმა „ჯიგიტმა" შამპანურით სასმისი შემოვსო.
- აცადეთ ჭამა ამ საცოდავს და მერე დაალევინეთ ეს თქვენი ნაჭანჭყარები შამპანური - თქვა უმცროსი „ჯიგიტის" მეუღლემ და თან დააყოლა:
- გაწყდეს თქვენი ჯიში, თქვე უჯიშოებო.
სასმის ხელი გავუშვი, სათვალე ამოვიღე ჯიბიდან და მოვირგე. კარგად შევათვალიერე ყველა. ისინიც გაჩერდნენ და დამიწყეს ყურება. სათვალე მოვიხსენი, შლიაპა დავიხურე, პაპკა ხელში დავიჭირე და ფეხზე წამოვდექი. მაგიდას მოვშორდი.
- ნუ წახვალ, ვასილიჩ, - იყვირა უფროსმა „ჯიგიტმა".
ქუჩაში გასულს შემომესმა „ჯიგიტების" ცოლების კისკისი. მე ბოლო სიგარეტი გავაბოლე და გზას გავუყევი.

 

 

ჯიბო ჯიმერი

 ზვიად გამსახურდიას. მჯეროდეს შენი!

  2