ალმანახი

 

Гиви Барбакадзе
Шахматы, нарды, музыка, пенье,
Гитара, азарт, хачапури, веселье,
Тосты с вином – грузинская лира,
Здесь Барбакадзе – чемпион мира.

Знакомьтесь: Гиви – чемпион мира
Знакомьтесь: Гиви – чемпион мира
В этом весь Гиви – чемпион мира

Жора Фамилянт – судья международной категории по шахматам

 

 

 

 

 

ვანო ჩიტიშვილი

ქალბატონ  ლილი გორდელაძეს
შენ ყოველ მნახველს გულითა ხვდები,
გსურს გადაავლო თვალი ნათელი,
გაინტერესებს მისი წარსული,
მისი გვარი და მისი სახელი.

ხარ მეტად კარგი ოჯახის შვილი,
მნახველს მოუხმობ შენ ტკბილის ხმითა,
მათ უზიარებ თქვენს კეთილ აზრებს,
და გზას ულოცავ სიხარულითა.

ხარ საქართველოს ერთგული შვილი,
ქართველი ქალი განთქმული ქებით,
შენი ოჯახით, საქმით და ცოდნით,
ღვთიური მადლით, სიტყვის მშვენებით.

ქართველი ქალი სიდარბაისლით,
მნახველსაც უქმნი სულით ლხენასა,
სიტყვით ახარებ შენ ყოველ ქართველს,
შენგან არ იღებს არც ვინ წყენასა.

გიყვარს სამშობლო, ქართველი ერი,
სამოთხე ჩვენი და მშვენიერი,
რომ საქართველო გაერთიანდეს,
დღე გაუთენდეს ხალხს ბედნიერი.

გიყვარს პოეტთა შემოქმედება
გსურს ზეპირად თქვა მათი ლექსები,
მეტად გახარებს ლექსი გულწრფელი,
მისი სიბრძნით და მის მშვენებით.

ხარ უწმინდესი სულით მგზნებარე,
შენ პოეტური მუზის მინჯურო,
ხარ დიდებული ბუნების ქალი,
დიდხანს სიცოცხლე მინდა გისურვო.

ხარ გულკეთილი, ტკბილმოუბარი,
მადლი თან დაგყვა უფალი ღვთისა,
სახეს გიმშვენებს ჭეშმარიტება,
აზროვნებას კი ნათელი ცისა.

ხარ მშობელ ერზე ფიქრით მოცული,
და ფიქრს გინათებს გრძნობა ნათელი,
შენი სწავლითა, შრომით, საქმითაც,
გსურს გაახარო ყველა ქართველი.

უფალი ღმერთის მადლი, ნათელი,
შენს სახეს ნათლად გადმოჰფენია,
შენ საქართველოს წინსვლა გახარებს,
მშობელ მამულში მოგილხენია.