ალმანახი

ნინო ჯაფარიძე

 3

 

 

 

nino japaridze

 

 

nino japaridze2

 

 

ციცინო ქვათაზე

 

 

 „შეიქმნა დიდი მტერობა"
„ვით მამალი დაჰმტერდეს და
წაეკიდოს სხვის მამალს"
მტრის იარაღს უყრის გამჩენს, -
გარეთ რას ეძებ წამალს?

მამასისხლად დაცულ მამულს
კაცი შეღებავს განა?
შურმა თუ არ, - დედულეთი
ძმათ სისხლში რამ განბანა?

წასევა - წასისინებამ
გათოშა ქართლის გული,
ვის ემონვის ვის უღელში
უკაცურად შებმული?

ერთ სკამს ათი ეჭიდება
ხელძალუმად, რქენითა,
ყალყზე მდგარი ეს ქალაქიც
შეგვიბრაწა, შენივთა.

ციხის შიგნიდან გატეხვა
ქართველთ მწარე ხვედრია
დამპყრობს ელი? - გული მტეხავს...
ომით ვიღას ხვდებიან?

ღვთისმშობელო, მრევლს უკურთხე
ზღვათ ბორგვაში ნავიცა,
ძმათ ქიშპობა დაგვიცხედრე,
თვისტომში რომ გავიცან.

მოსისხლობამ დრო მოჭამოს,
ვერ იგვავოს წამიცა,
ღმერთო, გვიხსენ! ნუ აჩვენებ
კაცს ქართველთა ნამიწარს.

 

chems gogonas