ჰოლები

შენობის სამივე სართულის ჰოლები - ესაა ბენეფიციართა დასვენება - გართობის სივრცე.  კედლებზე განთავსებულია ქართველი მხატვრების ნამუშევრების რეპროდუქციები, რის გამოც ჰოლებს საგამოფენო სივრცის მისიაც აკისრიათ.    მაგიდები მუდმივად დაკავებულია სამაგიდე თამაშების მოყვარულებით. განსაკუთრებით პოპულარულია: ლოტო, ნარდი, ჭადრაკი, დომინო, კარტი.   იმართება  შიდა ტურნირები ნარდსა და ჭადრაკში. გამარჯვებულებს გადაეცემათ ფულადი ჯილდოები და გარდამავალი თასი.  

ჩატარებულია 20 ტურნირი ჭადრაკში და 19 ტურნირი ნარდში, სადაც მონაწილეობა მიიღო 496 ბენეფიციარმა (2010-2019 წლის მონაცემები).