2016 წლიდან ხორციელდება „კათარზისისა“ და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ერთობლივი პროექტი სახელწოდებით „განრიდებისა და მედიაციის პროგრამა“, რომლის ფარგლებშიც განრიდებულები კვირაში 2-3 დღის განმავლობაში სამინისტროს კურატორთან ერთად მოდიან „კათარზისში“ და სადილობის პროცესის დასაწყისიდან დასასრულამდე ემსახურებიან ხანდაზმულებს. 2019 წლის განმავლობაში მათმა ყოველდღიურმა მომსახურებამ 924-ზე მეტი შეადგინა. 2019 წლის ივლისიდან დაიწყო მსჯავრდებულთა მიერ „საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის“ პროგრამა, რომლის ფარგლებში მსჯავრდებულები მისჯილ სამუშაო საათებს ატარებენ „კათარზისში“ და საჭიროებიდან გამომდინარე ემსახურებიან ხანდაზმულებს.