პროგრამები და აქტივობები

 


თეატრი ნოსტალგია


კაფე ჯული


შესაფარი



თეატრი ნოსტალგია სათნოების სახლის სამსართულიანი სოციალური კომპლექსის პირველ სართულზე მდებარეობს. კათარზისის ეს მხატვრული ერთეული აერთიანებს, ერთის მხრივ, მცირე თეატრალურ დარბაზს და, მეორეს მხრივ, ოცამდე ხანდაზმული არტისტისგან შემდგარ თეატრალურ დასს, რომელიც 18 სპექტაკლსა და მრავალ კომიკურ სკეჩს თამაშობს 1993 წლიდან...
აქ ხანდაზმულები საუბრობენ ფინჯან ჩაისა თუ ყავაზე, აღნიშნავენ დაბადების დღეებს, უსმენენ მუსიკას, მართავენ შეხვედრებს. კაფე ატარებს ორგანიზაციის დიზაინერის ქალბატონ ჯული სუხიშვილის სახელს, რომელიც გვახსოვს და გვიყვარს...
კათარზისში ფუნქციონირებს მხოლოდ მანდილოსანთა თავშესაფარი. აქ დღეისათვის 14 ხანდაზმულის განთავსებაა შესაძლებელი...




 

 


მკურნალობა


სასადილო


სილმაზის სალონი



ემსახურება ყველა ბენეფიციარს, ვინც სარგებლობს სასადილოს მომსახურებით, აგრეთვე სოციალურად დაუცველ სხვა მოქალაქეებს. სულ სამედიცინო აღრიცხვაზე აყვანილ ადამიანთა რაოდენობა 1500-ს აჭარბებს...


კათარზისის სასადილო 310 ხანდაზმულს ემსახურება ყოველდღიურად, ასევე, 23 მწოლიარე ავადმყოფს ამარაგებს მშრალი საკვები პროდუქტებით ყოველთვიურად ...
კათარზისის სილამაზის სალონი ყველასთვის ღიაა; ნებისმიერ ხანდაზმულს შეუძლია სილამაზის სალონის მომსახურებით ისარგებლოს თუკი ამის სურვილი ან საჭიროება აქვს...




 

 

 

ჩვენი პროექტები

 


50 პლუს


თეატრის რენოვაცია


ჰოსპისი







პირველი ქართულენოვანი ვებ-რესურსი და გამოცემა მათთვის და მათზე ვისაც შეუსრულდა 50, ასევე, მათი ოჯახის წევრებისა და უახლოესი ადამიანებისთვის, ვისთვისაც ისინი ძვირფასნი არიან.
ჯანმრთელობის შენარჩუნება შესაძლოა არასდროს ყოფილა ადამიანისთვის იმდენად მნიშვნელოვანი როგორც 50-პლუს ასაკში. 50 წლის ზევით, ორგანიზმში არაჯანსაღი ცხოვრების და/ან გარემოს მიმართ რეაგირების და წინააღმდეგობის რესურსი ისეთი აღარ არის როგორც ახალგაზრდობაში; ასაკის მატებისას, სხეულთან ერთად ცვლილებებს განიცდის ადამიანის იმუნური სისტემა და ნივთიერებათა ცვლის რეგულაცია, ტვინის უჯრედები და ჰორმონები...

ასოციაცია კათარზისში დაარსებული თეატრი ნოსტალგია 25 წლის იუბილეს აღნიშნავს 2018 წელს; ის უდაოდ ერთერთია კათარზისის წარმატებულ  პროექტებს შორის. ფაქტი, რომ არსებობს თეატრი ნოსტალგია სასიამოვნო და სასიხარულოა და, იმავდროულად, დასანანი, რომ ის სახელმწიფოში ამ ტიპის ერთადერთი თეატრია.
შეიძლება ითქვას, რომ თითქმის არ არსებობს თავისუფალი შუალედი დარბაზის მუშაობის გრაფიკში; მთელი ამ წლების განმავლობაში მისი სამუშაო გრაფიკი გამოსასვლელ დღეებსაც კი არ ითვალისწინებდა, რომ აღარაფერი ვთქვათ მიმდინარე რემონტისთვის მის დროებით დახურვაზე; შესაბამისად, წლების განმავლობაში მინიმალურადაც კი არ განახლებულა მისი ინტერიერი არასდროს. ბუნებრივია, რომ დღეისათვის ის რეაბილიტაციას საჭიროებს.

პროექტის მიზანია შენობაში, სადაც ამჟამად განათავსებულია კათარზისი, კერძოდ მის მანსარდში  მოეწყოს კლასიკური, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ჰოსპისი. ჰოსპისი გახლავთ პალიატიური დახმარების ორგანიზებული სტრუქტურა, რომლის საუკეთესო მოდელიც ითვალისწინებს  უკურნებელი და ქრონიკული დაავადებებით შეპყრობილ პაციენტთა მოვლას როგორც ბინაზე, ისე სტაციონარში, ამ პაციენტთა და მათი ოჯახის წევრთა ფსიქოლოგიურ და სულიერ დახმარებას, აგრეთვე, სოციალურ მუშაკთა და მოხალისეთა ორგანიზებით სოციალური და ეკონომიკური დახმარების გარკვეული პაკეტის შეთავაზებას.



 

 

 

კათარზისი მედიაში


მეც მოვხუცდები!


კათარზისი ერთ წუთში


გამოცდილების 25 წელი

 

მოხუცნო, ვრგაეთ ნერგებს!


გვიხილეთ იუთუბზე!





1990 წელს გაეროს ასამბლეამ ხანდაზმულთა საერთაშორისო დღედ 1 ოქტომბერი გამოაცხადა. საქართველოში ეს დღე 2003 წლიდან აღინიშნება.
ერთი წუთი კათარზისში... რთულია  მოკლედ თქვა გულიდან მომავალი დიდი სათქმელი... ისინი ცდილობენ!
არასამთავრობო სექტორში ხანდაზმულებზე მზრუნველობის 28 წლიანმა სამუშაო გამოცდილებამ დარგის ნამდვილ ექსპერტებად ჩამოგვაყალიბა!
2005-08 წლებში ამ პროექტის მონაწილე მოხუცებმა 500-მდე ნერგი დარგეს თბილისის სხვადასხვა რაიონში. "დაუტოვე შთამომავლობას!" - ასეთი იყო პროექტის სლოგანი.

 

 

 

 

კათარზისი


 




გაიგეთ მეტი


შემოგვიერთდით!


მოხალისეები


გაიღე

გაიგეთ უფრო მეტი თუ ვინ ვართ ჩვენ და როგორ ვზრუნავთ ჩვენს ბენეფიციარებზე.


წევრობა სრულიად მოხალისეობრივია. გააკეთეთ სიკეთე და უკან გაცილებით მეტი დაგიბრუნდებათ!


შარშან 160 ადამიანმა 1050 საათზე მეტი საერთო მოცულობის მოხალისეობრივი დახმარება გაგვიწია (= 6 მუდმივი თანამშრომელი წლიურად).


ჩვენს შემოსავალთა უმეტესი ნაწილი ისეთივე კერძო დონორების შემოწირულობებია როგორიც თქვენ ხართ.