ელენე ტომასიანი

ელენე ტომასიანი    
 2012-03-22

კათარზისი

გთავაზობთ სოციალურად დაუცველი თანამოქალაქეების ისტორიებს. ეს არის ცხოვრებისეული ამბები, მოთხრობილი ყოველგავარი შელამაზებისა და რედაქტირების გარეშე.

წერილების ადრესატი კათარზისია

მე ელენე გიორგის ასული ტომასიანი დავიბადე ქ.თბილისში 1951 წელს. დედა იყო დიასახლისი, მამა ინჟენერ-მშენებელი. სკოლა დავამთავრე 1968 წელს. იმავე წელს გარდამეცვალა დედა. დავრჩით მე და მამა. 1969 წელს ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფიზიკის ფაკულტეტზე. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ დავიწყე მუშაობა ამიეკრავკასიის ჰიდრომეტ ინსტიტუტში ინჟინრის თანამდებობაზე. 1982 წელს გარდამეცვალა მამა, გიორგი ავაქის ძე ტომასიანი, არ გავთხოვილვარ, შვილები არ მყავს. 2004 წელს მოხდა ინსტიტუტის რეორგანიზაცია და ნაწილი თანამშრომლების გაანთავისუფლეს. მეც მათ შორის. ამის შემდეგ თავს ვინახავ შემთხვევითი სამუშაოებით. განვიცდი გაჭირვებას და გთხოვთ მიმიღოთ კათარზისში. ტომასიანი ელენე. 24 XI 2011 წელი.

თამარა კივო

თამარა კივო    
 2012-03-22

კათარზისი

გთავაზობთ სოციალურად დაუცველი თანამოქალაქეების ისტორიებს. ეს არის ცხოვრებისეული ამბები, მოთხრობილი ყოველგავარი შელამაზებისა და რედაქტირების გარეშე.

წერილების ადრესატი კათარზისია

მე, თამარა გიორგის ასული კივო, დაბადებული 1923 წელს. დედმამიშვილებიდან უფროსი მოგიყვებით ჩვენი ოჯახის ისტორიას. მამა–გიორგი ბაბას ძე კივო, დაბადებული 1896 წელს. დედა–რახილ ბენიმანის ძე კივო, დაბადებული 1906 წელს. მამა სპეციალობით იყო კალატოზი. 1941 წელს იგი მობილიზებულ იქნა სამხედრო ბატალიონში, სადაც მსახურობდა 1943 წლამდე. სახლში დაბრუნებისას იყო მობილიზებულ ქარხანა ცენტროლიტში. ომის პერიოდში ქარხანა ცენტროლიტს ქონდა თავდაცვითი დანიშნულება, უშვებდა სამხედრო პროდუქციას, კორპუსებს და ჭურვებს. მამაჩემი მუშაობდა ჩამოსასხმელ საამქროში ბრძმედის ღუმელში, სადაც მას უშვებდნენ აალებულ ღუმელში, რომ ღუმელისთვის გაეკეთებინა რესტავრაცია. მან ასე იმუშავა 1950 წლის 14 თებერვლამდე.

ლიდია სერდიუკოვა

ლიდია სერდიუკოვა    
 2012-03-22

კათარზისი

გთავაზობთ სოციალურად დაუცველი თანამოქალაქეების ისტორიებს. ეს არის ცხოვრებისეული ამბები, მოთხრობილი ყოველგავარი შელამაზებისა და რედაქტირების გარეშე.

წერილების ადრესატი კათარზისია

ლიდია სერდიუკოვა ვარ სოციალურად დაუცველი, უბინაო, უმუშევარი, არ მყავს მარჩენალი. დროებით თავშეფარებული ვარ მეგობრის ოჯახში სამადლოდ, ისიც მხოლოდ ღამის თევით. ჩუღურეთის რაიონში, ტ. გრანელის ქ #2. 1941 წლიდან ვცხოვრობ თბილისში და ვემსახურებოდი ქართველ ხალხს, ვარ უმაღლესი განათლებით, პედაგოგი რუსული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი. ცხოვრების უკუღმართობის გამო აღმოვჩნდი მარტო, დამეღუპა შვილები და მეუღლე. დარჩენილი ვარ უმწეოდ. გთხოვთ დამეხმაროთ და ამიყვანოთ აღრიცხვაზე თქვენთან "კათარზისში" წინასწარ გიხდით მადლობას. ლ. სერდიუკოვა 2012წ. 25.01

ნათელა დოლბაია

ნათელა დოლბაია    
 2012-03-22

კათარზისი

გთავაზობთ სოციალურად დაუცველი თანამოქალაქეების ისტორიებს. ეს არის ცხოვრებისეული ამბები, მოთხრობილი ყოველგავარი შელამაზებისა და რედაქტირების გარეშე.

წერილების ადრესატი კათარზისია

ჩემი მოკლე ცხოვრება ნათელა დოლბაია დავიბადე 1928 წ. ხობში გავთხობდი 56 წელს, შემეძინა ორი გოგო. ქმარი ადრე გარდამეცვალა, უმამოდ გავზარდე ორივე. ვცხოვრობდი დედ–მამის სახლში. ერთ მშვენიერ დღეს ჩემს საუბედუროდ დაიწვა ჩემი სახლ–კარი. არაფელი შემრჩა, დავრჩი ტიტველი უსახლკაროდ. წვალებით ისევლე გავაგრძელე ცხოვრება, მშობლებიც გარდამეცვალნენ. დავრჩი მარტო, შვილებიც გათხოვდნენ. მარტო რომ დავრჩი შვილმა წამომიყვანა, თვითონ ძალიან ხელმოკლედ ცხოვრობს ეკონომიურად. მოხდა ისე რომ ვალი დაედოთ, იძულებული იქნა სახლი გაეყიდა. ახლა სხვის სახლში ვცხოვრობთ ნაქირავებში. ძალიან გაგვიჭირდა, ამიტომ ცოტა შეღავათი რომ ყოფილიყო საჭმლის მხრივ იძულებული გავხდი თქვენთან კათარზისში მოვსულიყავი.

მაყვალა ელბაქიძე

მაყვალა ელბაქიძე    
 2012-03-22

კათარზისი

გთავაზობთ სოციალურად დაუცველი თანამოქალაქეების ისტორიებს. ეს არის ცხოვრებისეული ამბები, მოთხრობილი ყოველგავარი შელამაზებისა და რედაქტირების გარეშე.

წერილების ადრესატი კათარზისია

დავამთავრე თამარაშაის სკოლის IV- კლასი გავაგრძელე სწავლა ქ.ცხინვალის საშ. სკოლაშ. დავამთავრე VIII - კლასი გავნაგრძე სწავლა ცხინვალის სამედიცინო სასწავლებელში (საერთო მედდის კურსი) დაბ. ვარ 1929 წ. მეუღლე დაკარგული შვილ მკვდარი დედა. ჩემი მშობლები იყვნენ მუშა ხალხი გაგვზარდეს 8 შვილი ამჟამად ვართ 3-მი დედმამის შვილი დანარჩენები ამ კომლიქტის ზონაში დამეღუპნენ დედაჩემიც 84 წლის იყო რომ ეს ომი გადასდა.

ამჟამად მე მყავს 3-მი შვილი რომლებმაც დიდი სიმწარე ნახეს ამ ომში. დაგვეწვა სახლ კარი 12 ოთახი. ჩემ გათხოვილ გოგოსაც ნაყიდი ქონდა სოფ. 

 

სოლომონ ქებაძე

სოლომონ ქებაძე    
 2012-03-22

კათარზისი

გთავაზობთ სოციალურად დაუცველი თანამოქალაქეების ისტორიებს. ეს არის ცხოვრებისეული ამბები, მოთხრობილი ყოველგავარი შელამაზებისა და რედაქტირების გარეშე.

წერილების ადრესატი კათარზისია

სოლომონ გიორგის ძე ქებაძე დავიბადე 1936 წლის 16 სექტემბერს სოფ. ბორბალოში. თეთრიწყაროს რაიონში. რუსთავში დავამთავრე ფ.ზ.უ. და მივიღე ხელობა, "შემდუღებელ მონტაჟნიკი". 1982 წლიდან ვმუშაობდი და ვცხოვრობდი ქ.ოჩამჩირეში. ამჟამად ვარ დევნილი. ჩემი პირადი ცხოვრება ძალზე ტრაგიკულია. შევირთე ცოლი 1961 წელს. შემეძინა 4 ბიჭი. ოთხივე შვილი მცირეწლოვან ასაკში გარდამეცვალა. მეუღლე ფსიქიურად დაავადდა, მასთან ცხოვრება შეუძლებელი გახდა. 1968 წელს შევირთე მეორე ცოლი. მასთანაც 4 ვაჟი შემეძინა და ოთხივე ადრეულ ასაკში გარდამეცვალა. ამის შემდეგ მორე ოჯახიც დაინგრა. 1982 წელს მესამეჯერ დავოჯახდი. შემეძინა 3 ბიჭი და 1 გოგო. სამივე ბიჭი გარდაიცვალა და დარჩა 1 გოგო. 12 შვილიდან მხოლოდ ერთია ცოცხალი.

ნინა კაჭარავა

ნინა კაჭარავა    
 2012-03-22

კათარზისი

გთავაზობთ სოციალურად დაუცველი თანამოქალაქეების ისტორიებს. ეს არის ცხოვრებისეული ამბები, მოთხრობილი ყოველგავარი შელამაზებისა და რედაქტირების გარეშე.

წერილების ადრესატი კათარზისია

ავტობიოგრაფია მე ნინა დომენტისა დავიბადე ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ხაბუმეში 1943 წელს 1961 წელს დავამთავრე საშ.სკოლა. კომკავშირის საგზურით წავედი ენგურგესის მშენებლობაზე. იქვე გავიცანი მომავალი მეუღლე. ვმუშაობდი სხვადასხვა სატვირთო მანქანაზე. 1968 წელს ასევე კომკავშირული საგზურით მიმავლინეს "ბაგის" მშენებლობაზე, სადაც ვმუშაობდი შვიდი თვე. შემდეგ, იქიდან დაბრუნებული ვმუშაობდი ქ.სოხუმში ტაქსის მძღოლად . 1993 წლამდე, სანამ დაიწყებოდა აფხაზეთის ომი. ვარ ომის მონაწილე. დაჭრილი რამოდენიმე თვე ვიყავი ტყვეობაში. იქიდან თავდაღწეული მოქალაქეებთან ერთად მოვხვდი ქ.თბილისში. გამოვიარე დევნილისთვის დამახასიათებელი უამრავი გაჭირვება.

იამაკინა თინა

იამაკინა თინა    
 2012-03-22

კათარზისი

გთავაზობთ სოციალურად დაუცველი თანამოქალაქეების ისტორიებს. ეს არის ცხოვრებისეული ამბები, მოთხრობილი ყოველგავარი შელამაზებისა და რედაქტირების გარეშე.

წერილების ადრესატი კათარზისია

იამაკოვა თინა. მოგახსენებთ, დავიბადე ქ. თბილისში 1934 წელს 15 მარტს. მივიღე განათლება, ვარ ბავშვობიდან ინვალიდი, ავარიის შედეგად დავკარგე ქვედა ორივე კიდური. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ დავრჩი უბინაოდ, ვცხოვრობ ქირით. ვარ მეორე ჯგუფის ინვალიდი. ვარ სიღარიბის პროგრამაში პირველივე დღიდან. ველოდები მერიისაგან სოციალურ ბინას. მყავს ორი ვაჟი, რომლებიც არ მუშაობენ. ერთი ჩემი ვაჟი არის შრომის უუნარო, რომელსაც ცჭირდება ოპერაცია, ძალიან გვიჭირს მატერიალურად. რის გამოც მოვედი კათარზისში, სადაც ძალიან თბილად მიმიღეს. კმაყოფილი ვარ ყველა პერსონალით, კარგი კვებით, ასევე ყურადღებით. დიდი მადლობა ყველას თითეულად ვინც ამ ყველაფერს ხელმძღვანელობს. თქვენი პატივმცემელი :იამაკოვა თინა ქ. თბილისი 14 ოქტომბერი 2011 წელი.

ელიზაბეთ სიყურაშვილი

ელიზაბეთ სიყურაშვილი    
 2012-03-22

კათარზისი

გთავაზობთ სოციალურად დაუცველი თანამოქალაქეების ისტორიებს. ეს არის ცხოვრებისეული ამბები, მოთხრობილი ყოველგავარი შელამაზებისა და რედაქტირების გარეშე.

წერილების ადრესატი კათარზისია

დავიბადე დუშეთის რაიონის სოფ. ბაგაში. მყავდა შობლები და ორი ძმა. 1959 წელს დავამტავრე 8 - წლიანი სკოლა. ჩამოვედი თბილისში დეიდასთან და სწავლა გავაგრძელე 4 წლიან სამკერვალო საწავლებელში. დავამთავრე 1955 წ. გამანაწილეს პირველ სამკერვალოში. 15 წლის ვიყავი ერთ სომეხ ბიჭს შეუყვარდი ლოვა ერქვა, მელიარად მუშაობდა დეიდას სახლთან ახლოს ცხოვრობდა საბურთალოზე ჰიპოდრომის  ბარაკებში. მე სხვა მიყვარდა ანზორი ერქვა , ბინა მოგზავნა დეიდასთან მისმა ბიძამ დეიდას უთხრა ვინ არის დოდო დოდოს მეძახდნენ. ჩემი ძმის შვილი გიჯდება ისე უყვარსო  აღარ მუშაობსო. დეიდამ უთხრა დოდოს არავინ უნდა სწავლობსო. დედასთან ახლოს გორა იყო იქ იწვა და იქიდან მიყურებდა. ბავშვებთან რომ ვთამაშობდი, მითხრეს აგე გორაზე ლოვა წევს და შენზე ფიქრობს ძალიან უყვარხარო. 

ლია ჯოხაძე

ლია ჯოხაძე    
 2012-03-22

კათარზისი

გთავაზობთ სოციალურად დაუცველი თანამოქალაქეების ისტორიებს. ეს არის ცხოვრებისეული ამბები, მოთხრობილი ყოველგავარი შელამაზებისა და რედაქტირების გარეშე.

წერილების ადრესატი კათარზისია

მე ვარ 88 წლის, ლენინგრადის ბლოკადის მონაწილე და ომის მონაწილე. მე და ჩემი შვილი ვართ კათარზისის წევრები. თაღლითური გზით წაგვართვეს ბინა, რომელსაც გვპირდებოდნენ ახალი სახლის მშენებლობასთან დაკავშირებით, ჩვენივე ძველი სახლის ადგილზე. ვინაიდან ქირის ფულის გადახდა შეგვიწყვიტეს, ჩვენ ჩაგვაგდეს უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში, ჩვენ არა გვაქვს სხვა საცხოვრებელი, და ფაქტიურად ვართ უსახკლარო. გთხოვთ დაგვეხმაროთ, თუ რაიმე შესაძლებლობა გექნებათ. უღრმესი პატივისცემით თქვენს მიმართ. წინასწარ მადლობას გიხდით. ლია ჯოხაძე. 28/II 2012 

  • საავტორო უფლება © 2016 კათარზისი
  • ყველა უფლება დაცულია
  • ტელ:  +995 32 2951646 
  • ფაქსი: +995 32 2958122
  • მისამართი:  121 აღმაშენებლის გამზირი, თბილისი, საქართველო
  • Email: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.   This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.