ჯანმრთელობა

"კარგი" და "ცუდი" ქოლესტერინი

 

 

ქოლესტერინი, რომელსაც მედიკოსები ბევრი დაავადების პროვოკატორს უწოდებენ, ბუნებრივი ცხიმიანი სპირტია, რომელსაც შეიცავს ორგანიზმის ყველა უჯრედი. ის სისხლძარღვებში ხვდება ღვიძლიდან, 30% კი საკვებიდან. ე.წ. "კარგი" ქოლესტერინი იცავს თირკმელზედა ჯირკვლების მიერ ჰორმონების, კორტიკოსტეროიდების გამომუშავებას, რომლებიც აძლიერებენ ორგანიზმის ინფექციებისა და ანთებებისადმი წინააღმდეგობის უნარს და იმუნიტეტს, მონაწილეობს D ვიტამინის სინთეზში, იცავს ორგანიზმს ონკოდაავადებებისგან, მაგრამ ზედმეტი, ე.წ. "ცუდი" ქოლესტერინი თანდათანობით კეტავს სისხლძარღვებს ათეროსკლეროზის ბალთებით და ხელს უშლის სისხლის მიმოქცევას. ამის შედეგად იზრდება ინფარქტის, ინსულტისა და გულ-სისხლძარღვთა სხვა დაავადებების განვითარების რისკი.

"ცუდი" ქოლესტერინის წყაროა ძროხის ხორცი, იმპორტული ქათმის კანი, ცხიმიანი საკვები.

გასაკვირია, მაგრამ სასარგებლო ქოლესტერინს შეუძლია გაანეიტრალოს მავნე ქოლესტერინი. თუ მიირთმევთ სოფლად, ოჯახში ნატურალური საკვებით გაზრდილ ქათამს, ზღვის პროდუქტებს, უცხიმო თევზს, ბადრიჯანს, შვრიის ფაფას, ხელს შეუწყობთ ორგანიზმიდან "ცუდი" ქოლესტერინის გამოდევნას, მაგრამ ამ ბრძოლაში ლიდერია ხახვი და ნიორი, რომლებიც არა მარტო კარგად წმენდენ სისხლს, ათხელებენ თრომბს.

ორგანიზმმა რომ ხელი შეუწყოს "სასარგებლო" ქოლესტერინის წარმოქმნას, საჭიროა დაუმეგობრდეთ სპორტს, სწორად იკვებოთ, უარი თქვათ სიგარეტზე, ალკოჰოლზე და სხვ.