სილამაზე

როგორ შევაჩეროთ თმის გათეთრება (გაჭაღარავება)

 

 

sedie volosi prichini lechenie

თმის გათეთრების პროცესის უკუქცევა შეუძლებელია. ადრე თუ გვიან ყველა დავდგებით ამ ფაქტის წინაშე, მაგრამ მეცნიერებმა გამოიკვლიეს, რომ გაჭაღარავების პროცესის შენელება შესაძლებელია ბუნებრივი მეთოდებით.
საჭირო მასალები/ხელსაწყოები:
ვიტამინები A,C,E, ჯგუფი და B რიბოფლავინი და ფოლიუმის მჟავა, ხორცი, თხილი, ოხრახუში,
საფეხურები:
1. თუ თქვენ დაგეწყოთ თმის გათეთრება, 1-2 თვის განმავლობაში ყოველდღიურად უნდა მიიღოთ: ვიტამინები A,C,E, ჯგუფი B რიბოფლავინი და ფოლიუმის მჟავა.
2. ასევე სასარგებლოა: ხორცი, თხილი, ოხრახუში (პეტრუშკა), რადგან ისინი სავსეა ცილებითა და სპილენძით. გირჩევთ თქვენი რაციონი გაამდიდროთ ჩამოთვლილი საკვები პროდუქტებით.
3. მეცნიერებმა თმის გათეთრების დაწყების მთავარ ფაქტორებად დაასახელეს: გენეტიკა, ნერვული სისტემის მდგომარეობა, ავადმყოფობების რაოდენობა, კვება. შეეცადეთ გამოიყურებოდეთ მუდამ ახალგაზრდულად, შეძლებისდაგვარად შეწყვიტეთ ნერვიულობა და იყავით აქტიური.