სოციალურად დაუცველის სტატუსის მოსაპოვებლად ოჯახი, საკუთარი თავის იდენტიფიცირებას ახდენს, როგორც სოციალურად დაუცველი და ავსებს განაცხადს დახმარებისათვის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სოციალური მომსახურეობის სააგენტოში, შემდეგ მასთან მიდის სოციალური აგენტი, რომელიც სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შედეგად ანიჭებს ქულებს, ამის მიხედვით ოჯახს სახელმწიფოსაგან ენიშნება ყოველთვიური დახმარება - ერთ სულზე 30 ლარი, ხოლო ყოველ მომდევნოზე - 24 ლარი. (http://newscafe.ge/index.php/geo/2012-09-21-07-36-49/432-spcialuridac და http://commersant.ge/?lang=1&menuid=88&id=11920)
სოციალურად დაუცველთათვის თავშესაფრებზე და უფასო სასადილოებზე ინფორმაცია იხილეთ ფაილში "პენსია" ))
სოციალურად დაუცველები სარგებლობენ შეღავათებით - მიკროავტობუსში 50 % ფასდაკლებით (http://news.ge/ge/news/story/71687-sotsialurad-dautsvelebi-khvalidan-mikroavtobusebshi-50-iani-sheghavatit-isargebleben )
ფულადი დახმარების დანიშვნის უფლებით - რომლის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 57 000-ს.
თუ თქვენი ოჯახის სარეიტინგო ქულა ნაკლებია 57001-ზე და განხორციელდა საარსებო შემწეობის დანიშვნის პროცედურა, 2013 წლის ივლისიდან მიიღებთ ფულად დახმარებას შემდეგი ოდენობით:
• ერთსულიანი ოჯახის შემთხვევაში - 60 ლარი;
• ორი და მეტსულიანი ოჯახების შემთხვევაში, ოჯახის უხუცეს წევრზე 60 ლარი, ხოლო ყოველი მომდევნო წევრზე - 48 ლარი. ფულად დახმარებას თქვენი ოჯახი მიიღებს მინიჭებული სარეიტინგო ქულის ძალაში შესვლიდან მეორე თვეს.
ფულად სოციალურ დახმარებას ვერ მიიღებენ ოჯახის ის წევრები, რომლებიც, მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მიუხედავად, სოციალური დახმარების დანიშვნისთვის არიან:
• სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებული, რომელსაც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა;
• იძულებით სამკურნალოდ გაგზავნილი პირი;
• ვადიან სამხედრო სამსახურში მყოფი პირი (გარდა იმ პირისა, რომლების სამხედრო სამსახურის შესრულებისას პერიოდულად (სამ თვეში ერთხელ მაინც) ბრუნდება ოჯახში);
• ოჯახიდან სამ თვეზე მეტი ვადით წასული პირი;
• სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად გამოცხადებული პირი;
• ინსტიტუციონალურ დაწესებულებაში სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე მყოფი პირი.
(http://ssa.gov.ge/index.php?sec_id=35&lang_id=GEO)
ელექტოენერგიაზე შეღავათები იმ აბონენტებს, რომლებიც 100 კვტ/სთ-მდე ელექტროენერგიას მოიხმარენ. ტარიფი 3,5-ის ნაცვლად 4 თეთრით შემცირდება.(დღეისთვის 1 კვტ 9,4 თეთრი ღირს)
ამჯერად 428 000 სოცილურად დაუცველია. გაიოზ თალაკვაძე- სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელია. 2015 წლიდან იცვლება სოციალურად დაუცველის სტატუსის მოპოვების წესები.