ალტერნატიული ჯარი

 

         2007 წლიდან „კათარზისში“  ალტერნატიულ სავალდებულო სამხედრო სამსახურს გადის ათეულობით ახალგაზრდა (ძირითადად რელიგიური მოსაზრებების გამო). სამხედრო მოსამსახურეები (სათნოების ძმები) მონაწილეობენ  ორგანიზაციის ყოველდღიურ საქმიანობასა (მომსახურება სასადილოსა და კაფეში, მწოლიარეთათვის სადილების მიტანა, ინტერნეტ-კაფე, სავარჯიშო-სარეაბილიტაციო დარბაზი, გარდერობი) და პროექტებში („სადილი ყველას“, „უსახლკაროთა დახმარება“და სხვა).    

   2020 წლის მიწურულს  სამსახურს გადის 14 წვევამდელი. 2007 წლიდან სავალდებულო სამხედრო სამსახური გაიარა 212-მა ახალგაზრდამ.