გსურთ სახელმწიფო პენსიის დანიშვნა?

საქართველოს მოქალაქე მამაკაცმა - 65 წლის და ქალბატონმა - 60 წლის შესრულების შემდეგ, ასაკის საფუძვლით სახელმწიფო პენსიის დასანიშნად შეგიძლიათ მიმართოთ სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ორგანოს, მიუხედავად რეგისტრაციის ადგილისა.

 სახელმწიფო პენსიის დანიშვნა შეუძლიათ:

 რა თანხას შეადგენს სახელმწიფო პენსიის ოდენობა?

ასაკით პენსიონერისათვის სახელმწიფო პენსიის ფულადი ოდენობა განისაზღვრება 260 ლარით. 2022 წლის 1 იანვრიდან 70 წლის ზემოთ პენსიონერებს პენსია გაეზარდათ 25 ლარით და შეადგენს 300 ლარს.

 რა დოკუმენტებია საჭირო სახელმწიფო პენსიის დასანიშნად?

პენსიის დასანიშნად, სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულში უნდა წარადგინოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (თუ პენსიის დასანიშნად პირის კანონიერი წარმომადგენელი მიმართავს სააგენტოს ამ შემთხვევაში, დამატებით საჭიროა კანონიერი წარმომადგენლის პირადობისა და წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტები).

შენიშვნა:

უცხო ქვეყნის მოქალაქემ პენსიის დანიშვნისათვის სააგენტოში დამატებით უნდა წარადგინოს ცნობა იმის თაობაზე, რომ ის არ იღებს პენსიას მეორე ქვეყნიდან, რომლის მოქალაქედაც იგი ითვლება და ასევე, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული საინფორმაციო ბარათი, რომლითაც დასტურდება მისი საქართველოს ტერიტორიაზე ბოლო 10 წლის მანძილზე კანონიერად ცხოვრების ფაქტი.

საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირმა სააგენტოში დამატებით უნდა წარადგინოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილება საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის შესახებ.

უცხო ქვეყნის მოქალაქემ, რომელსაც მინიჭებული აქვს საქართველოს მოქალაქეობა (ორმაგი მოქალაქე), დამატებით უნდა წარადგინოს ცნობა იმის შესახებ, რომ ის არ იღებს პენსიას მეორე ქვეყნიდან, რომლის მოქალაქედაც იგი ითვლება.

რა ვადაა საჭირო სახელმწიფო პენსიის დასანიშნად?

 თუ განცხადება პენსიის დანიშვნის შესახებ სააგენტოში წარდგენილია პენსიაზე უფლების წარმოშობის თვეში ან ამ საფუძვლის წარმოშობის შემდეგ (საპენსიო ასაკის დადგომის შემდეგ), პენსია ინიშნება განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.

თუ განცხადება ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად წარდგენილია პენსიაზე უფლების წარმოშობამდე (საპენსიო ასაკის დადგომამდე) არაუმეტეს 10 კალენდარული დღით ადრე, პენსია ინიშნება პენსიაზე უფლების წარმოშობის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.

 რა სახის შეზღუდვები არსებობს პენსიის მიღებაზე?

თუ პირს ერთდროულად წარმოეშვა უფლება „სახელმწიფო პენსიის შესახებ" კანონით, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" საქართველოს კანონითა და „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ" მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებულ სარგებლებზე, მას აქვს მხოლოდ ერთი კანონით მინიჭებული სარგებლის მოთხოვნის უფლება, მისივე არჩევით.

გამონაკლის წარმოადგენს „საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული საერთაშორისო ოპერაციების ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელებისას გარდაცვლილ ან ამ მისიებში მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების გამო გარდაცვლილ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა ოჯახის წევრები და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, აგრეთვე 1998 წლის მაისისა და 2004 წლის აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრები, რომლებიც იღებენ სახელმწიფო კომპენსაციას. ამ მოქალაქეებს აქვთ უფლება სახელმწიფო კომპენსაციასთან ერთად მიიღონ სახელმწიფო პენსია შესაბამისი ასაკის მიღწევის შემდგომ.

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღის (1991 წლის 9 აპრილი) შემდეგ, ,,პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 1 1 პუნქტით და ,,საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა ოჯახის წევრებს, გარდა ამ პუნქტის ,,ნ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

,,სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ" საქართველოს კანონის 66-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული ან მიღებული დაზიანების შედეგად გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველის ოჯახის წევრებს.

შენიშვნა:

პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში.

 რა არის პენსიის შეჩერებისა და განახლების საფუძველი?

პენსია შეჩერდება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან:

პენსია განახლდება განახლების თაობაზე განცხადების წარდგენის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან და ანაზღაურდება მაქსიმუმ გასული 12 თვის მიუღებელი თანხა. გამონაკლისს წარმოადგენს შემთხვევა, როდესაც პირი წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა. ასეთ დროს, პირისათვის გამამართლებელი განაჩენის გამოტანისას, შეჩერებული პენსია განახლდება და ანაზღაურდება ყველა გასული თვის მიუღებელი თანხა.

 რა არის პენსიის შეწყვეტის საფუძველი?

პენსია შეწყდება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან:

შენიშვნა: საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა.

შენიშვნა: გამონაკლისს წარმოადგენს „საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული საერთაშორისო ოპერაციების ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელებისას გარდაცვლილ ან ამ მისიებში მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების გამო გარდაცვლილ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა ოჯახის წევრები და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, აგრეთვე 1998 წლის მაისისა და 2004 წლის აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრები, რომლებიც იღებენ სახელმწიფო კომპენსაციას. ამ მოქალაქეებს აქვთ უფლება სახელმწიფო კომპენსაციასთან ერთად მიიღონ სახელმწიფო პენსია შესაბამისი ასაკის მიღწევის შემდგომ.

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღის (1991 წლის 9 აპრილი) შემდეგ, ,,პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 1 1 პუნქტით და ,,საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა ოჯახის წევრებს, გარდა ამ პუნქტის ,,ნ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

,,სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ" საქართველოს კანონის 66-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული ან მიღებული დაზიანების შედეგად გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველის ოჯახის წევრებს.

სად მიიღებთ პენსიას?

პენსიის მისაღებად უნდა მიმართოთ სს ,,ლიბერთი ბანკს", სადაც გაგიწევენ შესაბამის მომსახურებას.

 პენსიონერი ვალდებულია: