წლის ბებია-წლის ბაბუა
საშობაო წარმოდგენა-კონკურსი იმართება 2005 წლიდან. ხანდაზმულები ერთმანეთს ეჯიბრებიან ცეკვაში, სიმღერაში, საესტრადო ხელოვნებაში. ''წლის ბებიას და წლის ბაბუას' 'გამარჯვებულებს ავლენს საზოგადოების ცნობილი სახეებით დაკომპლექტებული ჟიური. გამარჯვებული და ყველა მონაწილე ჯილდოვდება ფულადი პრემიებითა და საჩუქრებით. სტუმრები და ბენეფიციარები ღონისძიებას თვალყურს ადევნებენ სპეციალურად მოწყობილ მონიტორებზე.
პროექტის გენერალური სპონსორი წლების განმავლობაში იყო კომპანია „თელასი“, ხოლო ბოლო რამოდენიმე წელია პროექტის გენერალური სპონსორია კომპანია „ბეკო“. გარდა ამისა, ნებისმიერ ორგანიზაციას შეუძლია ფულადი ან სხვა პრიზების დაწესება ნომინაციების მიხედვით ან საკუთარი სურვილების შესაბამისად.
კონკურსი ძალზე პოპულარულია, ის ყოველწლიურად იანვარის თვეში იმართება და მასში მონაწილეობას იღებენ ხანდაზმულები მთელი საქართველოდან.
ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში კონკურსი იმართება ტელეიმედის ეთერში, გადაცემაში "პრაიმ შოუ", ღონისძიებები გამოირჩევა საკონკურსო ნომრების მრავალფრეოვნებით. ხანდაზმულები ერთმანეთს ეჯიბრებიან - ცეკვაში, სიმღერაში, ინსტრუმენტებზე დაკვრაში, საცირკო ხელოვნებაში და ა.შ.. კონკურსი ძალზე პოპულარულია და მასში მონაწილეობას იღებენ ხანდაზმულები როგორც თბილისიდან, ისე რეგიონებიდან (თეთრიწყარო, ბოლნისი, თელავი, ჩოხატაური, ქარელი, ყვარელი, ახმეტა, ახალციხე, ბაღდათი, თერჯოლა, აფაზეთი). ჟიურის წევრები,რომლებიც გამარჯვებულებს გამოავლენენ არიან "პრაიმ შოუს" ექვსივე წამყვანი, „კათარზისისა“ და კონკურსის გენერალური სპონსორის წარმომადგენლები. კონკურსის გამარჯვებულებს გადაეცემათ ფულადი ჯილდოები, ხოლო მონაწილეებს ტკბილი ნობათი.