თამარა კივო

 2012-03-22

კათარზისი

გთავაზობთ სოციალურად დაუცველი თანამოქალაქეების ისტორიებს. ეს არის ცხოვრებისეული ამბები, მოთხრობილი ყოველგავარი შელამაზებისა და რედაქტირების გარეშე.

წერილების ადრესატი კათარზისია

მე, თამარა გიორგის ასული კივო, დაბადებული 1923 წელს. დედმამიშვილებიდან უფროსი მოგიყვებით ჩვენი ოჯახის ისტორიას. მამა–გიორგი ბაბას ძე კივო, დაბადებული 1896 წელს. დედა–რახილ ბენიმანის ძე კივო, დაბადებული 1906 წელს. მამა სპეციალობით იყო კალატოზი. 1941 წელს იგი მობილიზებულ იქნა სამხედრო ბატალიონში, სადაც მსახურობდა 1943 წლამდე. სახლში დაბრუნებისას იყო მობილიზებულ ქარხანა ცენტროლიტში. ომის პერიოდში ქარხანა ცენტროლიტს ქონდა თავდაცვითი დანიშნულება, უშვებდა სამხედრო პროდუქციას, კორპუსებს და ჭურვებს. მამაჩემი მუშაობდა ჩამოსასხმელ საამქროში ბრძმედის ღუმელში, სადაც მას უშვებდნენ აალებულ ღუმელში, რომ ღუმელისთვის გაეკეთებინა რესტავრაცია. მან ასე იმუშავა 1950 წლის 14 თებერვლამდე.

ერთ დღესაც ღამის 2 საათზე მოვიდნენ, რომ გამოესახლებინათ ჩვენი ოჯახი. ღამის 2 საათზე შეკრეს ლოგინები და ზოგიერთი საყოფაცხოვრებო ნივთი. ჩვენ წაგვიყვანეს სასაქონლო ვაგონებით. იყო ძალიან ცივი ზამთარი. 20 დღის შემდეგ ჩაგვიყვანეს სადგურზე და გვითხრეს, რომ ეს იყო ყაზახეთი. წაგვიყვანეს ყაზახეთის რაიონ ემბექშის კოლმეურნეობა „ამანგელდში“ სადაც ცხოვრობდნენ ყაზახები. მათ გამოიყვანეს საქონელი ნახირიდან და ჩვენ დაგვასახლეს იქ. კოლმეურნეობიდან მატერიალური დახმარება არ იყო. მას შემდეგ რაც მიხვდნენ, რომ ჩვენმა ოჯახმა თამბაქოს მოყვანა არ იცოდა, მამაჩემს მისცეს სამუშაო სპეციალობით და ჩვენ გადაგვიყვანეს სადგურ „ისეკში“ . 1951 წელის ზაფხულში ალმა–ატაში დაიწყო შსს–ს სამშენებლო განყოფილება. მამა გაუშვეს მშენებლობაზე, მას ევალებოდა შენობის კუთხეების აშენება. ჩვენ დაგვასახლეს მილიციის დაწ. შემადგენლობის სკოლის ტერიტორიაზე. ეს იყო სამსახურეობრივი ძაღლების სკოლის ტერიტორია. მარტოხელები დაასახლეს ძაღლის გალიებში, ხოლო ოჯახები სავარჯიშო დარბაზებში, რომელსაც ქონდა ცემენტის იატაკი. ჩვენ ვცხოვრობდით გაუსაძლის პირობებში. ტილები და რწყილები გვჭამდნენ. ღამე ვერ ვიძინებდით. 1956 წელს მამა გააგზავნეს პოლიმელიტით დაავადებული ბავშვების მოედნის სამუშაოებზე. იქ მამას შეეყარა პოლიომელიტის ვირუსი, მან იავადმყოფა 8 დღე და გარდაიცვალა 1956 წლის 8 მაისს. 1956 წლის შემოდგომაზე მთელი ჩვენი ოჯახი გაანთავისუფლეს და დააბრუნეს ქ.თბილისში. ვინც იყო ჩასახლებული ჩვენს სახლში თოდრიას ქუჩაზე გაასახლეს და ჩვენ ჩაგვასახლეს უკან და ჩვენ დღმდე ვცხოვროიბთ ამ მისამართზე.

  • საავტორო უფლება © 2016 კათარზისი
  • ყველა უფლება დაცულია
  • ტელ:  +995 32 2951646 
  • ფაქსი: +995 32 2958122
  • მისამართი:  121 აღმაშენებლის გამზირი, თბილისი, საქართველო
  • Email: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.   This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.