სამლოცველო

 

წმ. ნინოს სახელობის სამლოცველო მოეწყო 1996 წელს. მისი კედლები და ჭერი მოხატულია ხატმწერების მერაბ ჩაკვეტაძისა და დავით ხიდაშელის მიერ. დაცულია  მართლმადიდებლური ეკლესიის ყველა კანონიკური ნორმა.

 აღევლინება ჯანმრთელობის პარაკლისები,  ნათლობისა და საპანაშვიდე  რიტუალები, დიდ საეკლესიო დღესასწაულებზე ტარდება ლოცვა.

სანთელი სუფთა  ცვილისაგან  „კათრაზისის“ სასანთლეში მზადდება. 

 სამლოცველო, ისე როგორც თავის დროზე ,,კათარზისი“, გაიხსნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის,      ილია მეორის ლოცვა-კურთხევით.