ნათელა დოლბაია

 2012-03-22

კათარზისი

გთავაზობთ სოციალურად დაუცველი თანამოქალაქეების ისტორიებს. ეს არის ცხოვრებისეული ამბები, მოთხრობილი ყოველგავარი შელამაზებისა და რედაქტირების გარეშე.

წერილების ადრესატი კათარზისია

ჩემი მოკლე ცხოვრება ნათელა დოლბაია დავიბადე 1928 წ. ხობში გავთხობდი 56 წელს, შემეძინა ორი გოგო. ქმარი ადრე გარდამეცვალა, უმამოდ გავზარდე ორივე. ვცხოვრობდი დედ–მამის სახლში. ერთ მშვენიერ დღეს ჩემს საუბედუროდ დაიწვა ჩემი სახლ–კარი. არაფელი შემრჩა, დავრჩი ტიტველი უსახლკაროდ. წვალებით ისევლე გავაგრძელე ცხოვრება, მშობლებიც გარდამეცვალნენ. დავრჩი მარტო, შვილებიც გათხოვდნენ. მარტო რომ დავრჩი შვილმა წამომიყვანა, თვითონ ძალიან ხელმოკლედ ცხოვრობს ეკონომიურად. მოხდა ისე რომ ვალი დაედოთ, იძულებული იქნა სახლი გაეყიდა. ახლა სხვის სახლში ვცხოვრობთ ნაქირავებში. ძალიან გაგვიჭირდა, ამიტომ ცოტა შეღავათი რომ ყოფილიყო საჭმლის მხრივ იძულებული გავხდი თქვენთან კათარზისში მოვსულიყავი.

ჩემი შვილი საოპერაციო არის,თანხა არ აქვს, ძალიან ცუდადაა. მეც საოპერაციო ვარ პოლისი არა მაქვს, წარმოგიდგენთ ჩემს მდგომარეობას: ვარ 2–ე ჯგუფის ინვალიდი მაქვს წელის მალების სპონდილოართროზი ქრ. გასტრიტი გავის ძვლის ოსტეოფოროზი ქრ. კალკუროზური ქოლეო ცისტიტის გამწვავება ნ/ბუშტის დაავადება რომელიც საჭიროებს ოპერაციას რის საშუალებაც არაა.

  • საავტორო უფლება © 2016 კათარზისი
  • ყველა უფლება დაცულია
  • ტელ:  +995 32 2951646 
  • ფაქსი: +995 32 2958122
  • მისამართი:  121 აღმაშენებლის გამზირი, თბილისი, საქართველო
  • Email: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.   This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.