ნინა კაჭარავა

 2012-03-22

კათარზისი

გთავაზობთ სოციალურად დაუცველი თანამოქალაქეების ისტორიებს. ეს არის ცხოვრებისეული ამბები, მოთხრობილი ყოველგავარი შელამაზებისა და რედაქტირების გარეშე.

წერილების ადრესატი კათარზისია

ავტობიოგრაფია მე ნინა დომენტისა დავიბადე ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ხაბუმეში 1943 წელს 1961 წელს დავამთავრე საშ.სკოლა. კომკავშირის საგზურით წავედი ენგურგესის მშენებლობაზე. იქვე გავიცანი მომავალი მეუღლე. ვმუშაობდი სხვადასხვა სატვირთო მანქანაზე. 1968 წელს ასევე კომკავშირული საგზურით მიმავლინეს "ბაგის" მშენებლობაზე, სადაც ვმუშაობდი შვიდი თვე. შემდეგ, იქიდან დაბრუნებული ვმუშაობდი ქ.სოხუმში ტაქსის მძღოლად . 1993 წლამდე, სანამ დაიწყებოდა აფხაზეთის ომი. ვარ ომის მონაწილე. დაჭრილი რამოდენიმე თვე ვიყავი ტყვეობაში. იქიდან თავდაღწეული მოქალაქეებთან ერთად მოვხვდი ქ.თბილისში. გამოვიარე დევნილისთვის დამახასიათებელი უამრავი გაჭირვება.

2009 წელს მეგობრის რჩევით მოვხვდი "კათარზისში", უნდა ვთქვა, რომ ვარ ძალიან კმაყოფილი. გავიცანი უამრავი კარგი ხალხი, პირველ რიგში კი საუკეთესო ადამიანები ხელმძღვანელობის სახით მაქვს ერთადერთი ოცნება, დავბრუნდე ჩემს საყვარელ ქალაქში. ნ. კაჭარავა 19.10.2011წ

  • საავტორო უფლება © 2016 კათარზისი
  • ყველა უფლება დაცულია
  • ტელ:  +995 32 2951646 
  • ფაქსი: +995 32 2958122
  • მისამართი:  121 აღმაშენებლის გამზირი, თბილისი, საქართველო
  • Email: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.   This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.