სოლომონ ქებაძე

 2012-03-22

კათარზისი

გთავაზობთ სოციალურად დაუცველი თანამოქალაქეების ისტორიებს. ეს არის ცხოვრებისეული ამბები, მოთხრობილი ყოველგავარი შელამაზებისა და რედაქტირების გარეშე.

წერილების ადრესატი კათარზისია

სოლომონ გიორგის ძე ქებაძე დავიბადე 1936 წლის 16 სექტემბერს სოფ. ბორბალოში. თეთრიწყაროს რაიონში. რუსთავში დავამთავრე ფ.ზ.უ. და მივიღე ხელობა, "შემდუღებელ მონტაჟნიკი". 1982 წლიდან ვმუშაობდი და ვცხოვრობდი ქ.ოჩამჩირეში. ამჟამად ვარ დევნილი. ჩემი პირადი ცხოვრება ძალზე ტრაგიკულია. შევირთე ცოლი 1961 წელს. შემეძინა 4 ბიჭი. ოთხივე შვილი მცირეწლოვან ასაკში გარდამეცვალა. მეუღლე ფსიქიურად დაავადდა, მასთან ცხოვრება შეუძლებელი გახდა. 1968 წელს შევირთე მეორე ცოლი. მასთანაც 4 ვაჟი შემეძინა და ოთხივე ადრეულ ასაკში გარდამეცვალა. ამის შემდეგ მორე ოჯახიც დაინგრა. 1982 წელს მესამეჯერ დავოჯახდი. შემეძინა 3 ბიჭი და 1 გოგო. სამივე ბიჭი გარდაიცვალა და დარჩა 1 გოგო. 12 შვილიდან მხოლოდ ერთია ცოცხალი.

ამ ყველაფერმა ისე იმოქმედა, რომ ჯამრთელობა მთლიანად შემერყა. ეპილეფსიით ვარ დაავადებული. უსახლკაროდაც ვიყავი დარჩენილი და სოც. საცხოვრებელში მომცეს ერთი პატარა ოთახი. საკვებად "კათარზისში" დავდივარ სადაც გულს ვაყოლებ და ცატა ხნით მაიც არ ვფიქრობ ჩემს ტრაგედიაზე.

  • საავტორო უფლება © 2016 კათარზისი
  • ყველა უფლება დაცულია
  • ტელ:  +995 32 2951646 
  • ფაქსი: +995 32 2958122
  • მისამართი:  121 აღმაშენებლის გამზირი, თბილისი, საქართველო
  • Email: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.   This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.