ელენე ტომასიანი

 2012-03-22

კათარზისი

გთავაზობთ სოციალურად დაუცველი თანამოქალაქეების ისტორიებს. ეს არის ცხოვრებისეული ამბები, მოთხრობილი ყოველგავარი შელამაზებისა და რედაქტირების გარეშე.

წერილების ადრესატი კათარზისია

მე ელენე გიორგის ასული ტომასიანი დავიბადე ქ.თბილისში 1951 წელს. დედა იყო დიასახლისი, მამა ინჟენერ-მშენებელი. სკოლა დავამთავრე 1968 წელს. იმავე წელს გარდამეცვალა დედა. დავრჩით მე და მამა. 1969 წელს ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფიზიკის ფაკულტეტზე. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ დავიწყე მუშაობა ამიეკრავკასიის ჰიდრომეტ ინსტიტუტში ინჟინრის თანამდებობაზე. 1982 წელს გარდამეცვალა მამა, გიორგი ავაქის ძე ტომასიანი, არ გავთხოვილვარ, შვილები არ მყავს. 2004 წელს მოხდა ინსტიტუტის რეორგანიზაცია და ნაწილი თანამშრომლების გაანთავისუფლეს. მეც მათ შორის. ამის შემდეგ თავს ვინახავ შემთხვევითი სამუშაოებით. განვიცდი გაჭირვებას და გთხოვთ მიმიღოთ კათარზისში. ტომასიანი ელენე. 24 XI 2011 წელი.

 

  • საავტორო უფლება © 2016 კათარზისი
  • ყველა უფლება დაცულია
  • ტელ:  +995 32 2951646 
  • ფაქსი: +995 32 2958122
  • მისამართი:  121 აღმაშენებლის გამზირი, თბილისი, საქართველო
  • Email: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.   This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.