ლია ჯოხაძე
2012-03-22
კათარზისი
გთავაზობთ სოციალურად დაუცველი თანამოქალაქეების ისტორიებს. ეს არის ცხოვრებისეული ამბები, მოთხრობილი ყოველგავარი შელამაზებისა და რედაქტირების გარეშე.წერილების ადრესატი კათარზისია
მე ვარ 88 წლის, ლენინგრადის ბლოკადის მონაწილე და ომის მონაწილე. მე და ჩემი შვილი ვართ კათარზისის წევრები. თაღლითური გზით წაგვართვეს ბინა, რომელსაც გვპირდებოდნენ ახალი სახლის მშენებლობასთან დაკავშირებით, ჩვენივე ძველი სახლის ადგილზე. ვინაიდან ქირის ფულის გადახდა შეგვიწყვიტეს, ჩვენ ჩაგვაგდეს უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში, ჩვენ არა გვაქვს სხვა საცხოვრებელი, და ფაქტიურად ვართ უსახკლარო. გთხოვთ დაგვეხმაროთ, თუ რაიმე შესაძლებლობა გექნებათ. უღრმესი პატივისცემით თქვენს მიმართ. წინასწარ მადლობას გიხდით. ლია ჯოხაძე. 28/II 2012