სამადლო  სასადილო

 

ყოველდღიურად ემსახურება 450-მდე ადამიანს. ის 1990 წლიდან ფუნქციონირებს და ხანდაზმულთათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამსახურია ( 2020 წლის ბოლომდე გაწეული აქვს 3 მილიონ 110 ათასზე მეტი მომსახურება). კვების პროცესი მიმდინერეობს უწყვეტ რეჟიმში, ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, მიუხედავად რელიგიური თუ საერო დღესასწაულებისა. ჩვენს ბენეფიციარებს ვთავაზობთ ნოყიერ და კალორიულ სადილებს. სადილობის პროცესი იწყება 12-30 წუთზე და გრძელდება 15-00 საათამდე. მენიუ მრავალფეროვანია, კვირაში ორჯერ გათვალისწინებულია საქონლის, ქათმის ხორცის ან თევზის პროდუქტები. კერძები მზადდება სეზონური პროდუქტების გათვალისწინებით. მენიუს ადგენს სპეციალური კომისია. მენიუს ძირითადი შემადგენელია : 1 - სალათი, 2 - წვნიანი, 3 - ბურღულეული სხვადასხვა დანამატებით, წვენი (ჩაი, კისელი, კომპოტი, კაკაო ან ლიმონათი) და პური. პერიოდულად ხანდაზმულებს ვთავაზობთ ხილს და ტკბილეულს. სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები ხშირად სტუმრობენ „კათარზისს“, მონაწილეობას იღებენ სადილობის პროცესის მიმდინარეობაში და ემსახურებიან ხანდაზმულებს.