კაფე

 

კაფე  „ჯული“ „კათარზისში“ ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წერტილია.  ყოველდღიურად მას  220-მდე ხანდაზმული სტუმრობს. მათთვის კაფე თავშეყრისა და დასვენების ის ადგილია, სადაც შეუძლიათ ესაუბრონ ერთმანეთს ფინჯან ჩაიზე, ყავაზე, აღნიშნონ დაბადების დღეები, სხვა დღესასწაულები, მოუსმინონ მუსიკას, მიიღონ სტუმრები. მუშაობს ყოველდღე, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში.

კაფე ატარებს დიზაინერ ჯული სუხიშვილის სახელს, ვინც ღრმა სიბერემდე ემსახურა „კათარზისს“, ხანდაზმულებს და ქველმოქმედებას.

2013-2024 წლებში გაწეული აქვს 108 200 მომსახურება.