ექიმი

 

საექიმო კაბინეტი და აფთიაქი 1991 წლიდან ფუნქციონირებს და დღემდე 213 ათასზე მეტი აღრიცხული მომსახურება აქვს გაწეული. რთული შემთხვევების დროს ექიმი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას იძახებს და ხდება პაციენტის  ჰოსპიტალიზაცია. პერიოდულად ტარდება სამედიცინო საქველმოქმედო აქციები, რომლის ფარგლებში სხვადასხვა სპეციალობის ექიმთა ბრიგადები  ადგილზე უწევენ ბენეფიციარებს  სამედიცინო კონსულტაციებს.

2024 წლის განმავლობაში სამედიცინო სამსახურმა 6988 მომსახურება გასწია.