მეორადი ტანსაცმლით დახმარების სამსახური
ნებისმიერ ბენეფიციარს შეუძლია შეარჩიოს და მოირგოს მისთვის სასურველი ნივთი. შემომწირველები არიან როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები.
გაწეულია 54 840 მომსახურება.
ტანსაცმლის შეკეთების სამსახური
ორიენტირებულია მარტივ საქმეებზე: ღილების დაკერება, ელვა შესაკრავის შეცვლა, სამოსის დაგრძელება-დამოკლება. ეს სამსახური უფრო მეტად დაუძლურებულ ქალბატონებს ან იმ ხანდაზმულ მამაკაცებს სჭირდებათ, რომლებიც ქალურ მზრუნველობას მოკლებულნი არიან.