თეატრი

 

„კათარზისის“ ხანდაზმულთა გუნდში, საესტრადო თუ სხვა ჯგუფებში  უკვე შემდგარი თუ დაფარული ტალანტების გამოვლენა ხდება. ეს  ადგილი ბენეფიციარების სუსტი წერტილია.

1993 წლის 23 ნოემბრიდან ფუნქციონირებს „ნოსტალგიის თეატრი“ - დრამატული თეატრალური დასი, სადაც მოხვედრა მხოლოდ ბენეფიციარებს შეუძლიათ. თეატრის გახსნას და პირველი სპექტაკლის პრემიერას („ხეიბარი თოჯინა“, რეჟისორი ვახტანგ თანდილაშვილი) მაშინ დაესწრო საქართველოს ეკლესიის მეთაური ილია II, ანგლიკანური ეკლესიის პრიმასი ჯორჯ ლეონარდ კარი, აშშ-ს ელჩი საქართველოსში კენტ ბრაუნი,  სხვა საპატიო სტუმრები.  თეატრს დღემდე 40 -მდე სპექტაკლი თუ სკეტჩი აქვს დადგმული (მათ შორის „ხანუმა,“, ,,უჩინმაჩინის ქუდი“, ,,გამოკეტილი ჭიშკარი“, ,,გაყრა“, ,,ოინბაზები“).

ეწყობა თეატრალური დასისა და საკონცერტო ჯგუფების გასვლითი ღონისძიებები სხვადასხვა დაწესებულებებში. ხელოვანი ბებიები და ბაბუები  მონაწილეობენ გახმაურებულ პროექტებშიც.  პროექტ ,,ნიჭიერის“ ფინალში  2011 წელს, მაყურებელთა მხარდაჭერით, „კათარზისის დუეტი“ (ქალბატონები მარიკა სიხარულიძე და ციური კაკაბაძე) გავიდა. იმ წლებში თბილისში ეს ბებიები ყველას უყვარდა. სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდა, სრულფასოვანი სიბერე, მოხუცთა ჯანმრთელობა, მათი ინტეგრირება საზოგადოებაში - ასოციაციის ყველაზე მნიშვნელოვანი თემებია. უმთავრესია ასაკის მატებასთან ერთად ხანდაზმულმა შეინარჩუნოს დამოუკიდებლობა, ღირსება და არჩევანის თავისუფლება, არ უდნა შეელახოს თავმოყვარეობა. აი, ეს არის უმთავრესი ჩვენთვის. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მოხუცები ხალისიანად ატარებდნენ თავიანთ ყოველდღიურ ცხოვრებას.

 

თეატრს ხელმძღვანელობს რეჟისორი ილია ნიშნიანიძე.