ბიბლიოთეკა

მუშაობს 1991 წლიდან.  აქ წიგნების მდიდარი  ფონდია როგორც შინაარსით, ისე ოდენობით (5000-მდე ეგზემპლიარი).  არის წიგნები ქართულ, რუსულ, ინგლისურ და სხვა ენებზე, აგრეთვე, ადგილობრივი პრესა. აქვე მუშაობენ წრეები ინტერესების მიხედვით: ხანდაზმულთა მიერ გამოიცა გაზეთ „ლიტერატურული კათარზისის“ 6 ნომერი; ფუნქციონირებს საზოგადოებრივ - ლიტერატურული სალონი ,,საპოვნელა,“ რომლის ფარგლებშიც  ხდება შეხვედრები მწერლებთან, პოეტებთან, საზოგადო მოღვაწეებთან;  ეწყობა   ბენეფიციართა შემოქმედებითი საღამოები, მათი ავტორობით გამოცემული წიგნების პრეზენტაცია-განხილვები.  ბოლო ორ წელიწადში 24 ასეთი ღონისძიება გაიმართა. 

იგეგმება ბიბლიოთეკის მოწყობა-აღჭურვის განახლება.