ბიბლიოთეკა
მუშაობს 1991 წლიდან. აქ წიგნების მდიდარი ფონდია როგორც შინაარსით, ისე ოდენობით (5000-მდე ეგზემპლიარი). არის წიგნები ქართულ, რუსულ, ინგლისურ და სხვა ენებზე, აგრეთვე, ადგილობრივი პრესა. აქვე მუშაობენ წრეები ინტერესების მიხედვით: ხანდაზმულთა მიერ გამოიცა გაზეთ „ლიტერატურული კათარზისის“ 6 ნომერი; ფუნქციონირებს საზოგადოებრივ - ლიტერატურული სალონი ,,საპოვნელა,“ რომლის ფარგლებშიც ხდება შეხვედრები მწერლებთან, პოეტებთან, საზოგადო მოღვაწეებთან; ეწყობა ბენეფიციართა შემოქმედებითი საღამოები, მათი ავტორობით გამოცემული წიგნების პრეზენტაცია-განხილვები. ბოლო ორ წელიწადში 24 ასეთი ღონისძიება გაიმართა.
იგეგმება ბიბლიოთეკის მოწყობა-აღჭურვის განახლება.