სადილი ყველას
პროექტის მიზანია ყველა იმ ადამიანის დაპურება, ვინც გამოცხადებულ დღეს „კათარზისს“ ეწვევა: ხანდაზმულები, დევნილები, მრავალშვილიანები, ე.წ. ''ქუჩის ბავშვები'', ყველა მსურველი. ღონისძიებამდე 5-6 დღით ადრე თბილისის ქუჩებში იკვრება 10 ორმხრივი საგზაო ტრანსპარანტი წარწერით „სადილი ყველას“ (სურვილისამებრ, ბანერს ებმება აქციის სპონსორის ლოგო), რაც სოციალურად დაუცველი თბილისელებისათვის უკვე კარგად არის ცნობილი; გარდა ამისა, საზოგადოებრივი მაუწყებლით გადის სოციალური ვიდეორგოლი.
პროექტი ხორციელდება 2002 წლიდან. ყოველ ღონისძიებაზე 1100-დან 2000-მდე ადამიანი პურდება. დღემდე ასეთი 90-ზე მეტი აქცია ჩატარდა.
გაწეულია 191 800 მომსახურება.