სავარჯიშო-სარეაბილიტაციო დარბაზი
სავარჯოშო დარბაზი მოწოდებულია დაავადებების პრევენციისათვის, სარეაბილიტაციო კი გადატანილი სნეულებების შემდგომ (ინფაქტი, ინსულტი, ხერხემლის პათოლოგიები და ა.შ.) აღდგენისათვის. ასეთი დახმარების მიღების ფინანსური შესაძლებლობა მოსახლეობის ამ კატეგორიას არ გააჩნია და არც ერთი სადაზღვევო პაკეტით არ არის გათვალისწინებული. ექიმი ურჩევს ხანდაზმულებს მათი ჯანმრთელობისათვის შესატყვის ვარჯიშებს და სამკურნალო მასაჟს. სათნოების ძმები ეხმარებოდნენ მოხუცებს ამ რეკომენდაციების სწორად განხორციელებაში. 2013 წლიდან ყოველდღიურად ემსახურება 20-30 ხანდაზმულს. დღემდე მომსახურება გაეწია 13 302 ბენეფიციარს, ხოლო სამასაჟო მომსახურება 2880 ხანდაზმულმა მიიღო.
იგეგმება ამ სერვისის განვრცობა ქალაქის სოციალურად დაუცველი იმ ხანდაზმულებისათვის, ვინც არ არიან „კათარზისის“ ბენეფიციარები.
2024 წლის განმვალობაში ხანდაზმულებს ყოველდღიური მომსახურება გაეწია 3268-ჯერ, ხოლო სამასაჟო მომსახურებამ - 700-ზე მეტი შეადგინა. იგეგმება ამ სერვისის განვრცობა ქალაქის სოციალურად დაუცველი იმ ხანდაზმულებისათვის,ვინც არ არიან "კათარზისის" ბენეფიციარები.