საჭიროებს თქვენი ოჯახი სოციალურ დახმარებას?
მიმართეთ სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულს, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, შეავსეთ დადგენილი ფორმის განაცხადი და დარეგისტრირდით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში.
შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის ყველა წევრს შეზღუდული აქვს გადაადგილების შესაძლებლობა, განაცხადის შევსება შესაძლებელია ოჯახის საცხოვრებელ ადგილზე (სააგენტოს უფლებამოსილი პირის ვიზიტის დროს).
განაცხადის შესავსებად დაგჭირდებათ:
განაცხადის ფორმის შევსების შემდეგ ოჯახში სააგენტოს უფლებამოსილი პირის (სოციალური აგენტი) ვიზიტის დროს, ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, შეივსება „ოჯახის დეკლარაცია", ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ. დეკლარირებული ინფორმაცია დასტურდება ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერით. დეკლარაციაში ასახული ინფორმაციის მონაცემთა ერთიან ბაზაში განთავსებისა და დადგენილი მეთოდოლოგიით დამუშავების შემდეგ ოჯახს მიენიჭება სარეიტინგო ქულა, რომლის ოდენობაც განსაზღვრავს ოჯახის უფლებას რაიმე სახის ბენეფიტზე (ფულადი სოციალური დახმარება და სხვა).
რა შემთხვევაში ინიშნება ფულადი სოციალური დახმარება?
მოქმედი მეთოდოლოგიით შეფასებულ (შესწავლილ) ოჯახებზე გათვალისწინებულია საარსებო შემწეობის შემდეგი ოდენობები:
120 001-ზე ნაკლები ქულის მქონე ოჯახი, ყოველ 16 წლამდე ასაკის წევრზე მიიღებს 100 ლარის ოდენობის შემწეობას.
2021 წლის 1 ივლისამდე 100 001-ზე ნაკლები ქულის მქონე ოჯახი, ყოველ 16 წლამდე ასაკის წევრზე იღებდა 50 ლარის ოდენობის შემწეობას, რაც რიგ მუნიციპალიტეტებში (ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე), გაიცემოდა ფულის სახით, ანუ თანხა ირიცხებოდა ოჯახის საბანკო ბარათზე და შესაძლებელი იყო სრულად განაღდება.
მუნიციპალიტეტების ნაწილში კი (ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე), 16 წლამდე ასაკის წევრისთვის განკუთვნილი 50-ლარიანი შემწეობიდან, 20 ლარი ირიცხებოდა ოჯახის საბანკო ბარათზე (თანხის განაღდების უფლებით), ხოლო დარჩენილი 30 ლარი „ბავშვის კვების ბარათზე" (ბარათიდან თანხის განაღდების უფლების გარეშე).
„ბავშვის კვების ბარათით" შესაძლებელი იყო მხოლოდ სურსათის შეძენა და დაუშვებელი იყო ალკოჰოლური სასმელისა და თამბაქოს ყიდვა. „ბავშვის კვების ბარათს" (ისევე როგორც ოჯახის საბანკო ბარათს) გასცემდა სს - „ლიბერთი ბანკი" ოჯახის იმ სრულწლოვან პირზე, რომელიც განსაზღვრული იყო საარსებო შემწეობის თანხის მიმღებად.
2021 წლის 1 ივლისიდან გაუქმდა „ბავშვის კვების ბარათები" და აღნიშნულ ბარათებზე არსებული ნაშთი გადატანილია საარსებო შემწეობის მიმღებთა ბარათებზე.
ფულად დახმარებას ოჯახი მიიღებს, საარსებო შემწეობის დანიშვნის პროცედურის განხორციელების შემდგომ, მინიჭებული სარეიტინგო ქულის ძალაში შესვლის მომდევნო მეორე თვიდან.
ოჯახის შემადგენლობაში არ გაითვალისწინება:
სად უნდა მივიღოთ კუთვნილი ფულადი სოციალური დახმარება?
თანხის მისაღებად, მიმართეთ სს "ლიბერთი ბანკს", სადაც ანგარიშის გახსნისა და პლასტიკური ბარათის დამზადების შემდეგ, ყოველთვიურად ჩაგერიცხებათ კუთვნილი ფულადი დახმარება.
ფულადი დახმარების მისაღებად სს "ლიბერთი ბანკში" ანგარიშის გახსნა უფასოა.
ოჯახს არ აქვს უფლება, საარსებო შემწეობასთან ერთად, მიიღოს დევნილის ყოველთვიური შემწეობა.
რა შეიძლება გახდეს ფულადი სოციალური დახმარების შეწყვეტის მიზეზი?
ფულადი სოციალური დახმარების შეწყვეტის მიზეზები შეიძლება იყოს:
რა შემთხვევაში შეიძლება ოჯახს შეუწყდეს მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაცია?
მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის შეწყვეტა და/ან განმეორებითი რეგისტრაციის მოთხოვნის აკრძალვა გამოიყენება სააგენტოსათვის ყალბი ან არასწორი მონაცემების მიწოდების ან/და ოჯახის მიერ ნაკისრი ვალდებულებ(ებ)ის (მუდმივი საცხოვრებელი ადგილის, დემოგრაფიული ან/და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლის თაობაზე, სააგენტოსათვის ინფორმაციის მიწოდება და სხვა) შეუსრულებლობის შემთხვევაში.
"სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზა"-ში რეგისტრაციის განაცხადის შევსება და სააგენტოში ჩაბარება ადასტურებს, რომ ოჯახი თანახმაა: