2007 წლიდან „კათარზისში“ ალტერნატიულ სავალდებულო სამხედრო სამსახურს გადის ათეულობით ახალგაზრდა (ძირითადად რელიგიური მოსაზრებების გამო). სამხედრო მოსამსახურეები (სათნოების ძმები) მონაწილეობენ ორგანიზაციის ყოველდღიურ საქმიანობასა (მომსახურება სასადილოსა და კაფეში, მწოლიარეთათვის სადილების მიტანა, ინტერნეტ-კაფე, სავარჯიშო-სარეაბილიტაციო დარბაზი, გარდერობი) და პროექტებში („სადილი ყველას“, „უსახლკაროთა დახმარება“და სხვა).
2020 წლის მიწურულს სამსახურს გადის 14 წვევამდელი. 2007 წლიდან სავალდებულო სამხედრო სამსახური გაიარა 212-მა ახალგაზრდამ.