მწოლიარეთა დახმარება
მწოლიარე ხანდაზმულებს (საბოლოო მონაცემებით, 23 ბენეფიციარს) თვეში ერთხელ ბინაზე მიეწოდება აუცილებელი, პირველადი საჭიროების მშრალი პროდუქტი. ეს ძირითადად ის ადამიანები არიან, რომლებიც წლების განმავლობაში სარგებლობდნენ დღის ცენტრის მომსახურებით და შემდეგში გადაადგილების უნარი შეეზღუდათ. პროექტი 2000 წლიდან ხორციელდება. 2017 წლის შემდგომი მომსახურება (720).
აღრიცხულია 5410 მომსახურეობა.
დროებითი ავადმყოფობის დროს ხდება აგრეთვე ცხელი სადილის ყოველდღიური მიწოდება ბინაზე მოხალისეების ან სათნოების ძმების ძალებით.