სადილი ყველას

 

პროექტის მიზანია  ყველა იმ ადამიანის დაპურება, ვინც გამოცხადებულ დღეს  „კათარზისს“ ეწვევა: ხანდაზმულები, დევნილები, მრავალშვილიანები, .. ''ქუჩის ბავშვები'', ყველა მსურველი. ღონისძიებამდე 5-6 დღით ადრე თბილისის ქუჩებში იკვრება 10 ორმხრივი საგზაო ტრანსპარანტი წარწერით სადილი ყველას“ (სურვილისამებრ, ბანერს ებმება აქციის სპონსორის ლოგო), რაც სოციალურად დაუცველი თბილისელებისათვის უკვე კარგად არის ცნობილი; გარდა ამისა, საზოგადოებრივი მაუწყებლით გადის სოციალური ვიდეორგოლი.

პროექტი ხორციელდება 2002 წლიდან. ყოველ ღონისძიებაზე 1100-დან 2000-მდე  ადამიანი პურდება. დღემდე  ასეთი 90-ზე მეტი აქცია ჩატარდა.

2019 წელს განხორციელდა 8 ასეთი ღონისძიება. პირველი აქცია, ტრადიციულად, ჩატარდა 7 იანვარს. საშობაო ღონისძიების სპონსორი იყო ფარმაცეტული კომპანია "ავერსი" (ბიუჯეტით - 5561,65 ლარი). ამავე კომპანიის სპონსორობით გაჭირვებული მოსახლეობა დაპურდა სააღდგომოდ - 28 აპრილს (ბიუჯეტით - 5652,5 ლარი) და საკუთარი ორგანიზაციის დაბადების დღეს - 14 ნოემბერს (ბიუჯეტი - 5652,5 ლარი).

14 იანვარს უქონელ თბილისელების მასპინძელი კვლავ გალდათ შპს "ტექნოჰაუსი" (ბიუჯეტით - 5500 ლარი), ხოლო 19 იანვარს, "ნათლისღების" და 28 აგვისტოს, "მარიამობის" სადღესასწაულო აქციები დააფინანსა "ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერმა" (ბიუჯეტები შეადგენდა : 6019,65 და 5131 ლარს.).

დედის დღეს, 3 მარტს, აქცია დააფინანსა შპს "დემასმა" (ბიუჯეტი - 6109,65 ლ.), ხოლო პროექტის სპონსორი 12 ივნისს (ბიუჯეტით - 6959,65 ლარი) იყო "საქართველოს რკინიგზა".

გაწეულია 191 800 მომსახურება.