სოციალური შეღავათები

დევნილის სტატუსი

 

დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან სახელმწიფოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და გადაადგილებულიყო იმ მიზეზით, რომ საფრთხე შეექმნა მას ან მის ოჯახის წევრების სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას, უცხო ქვეყნის აგრესიის შიდა კონფლიქტის ან ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო.

დევნილის სტატუსის მისაღებად პირმა უნდა მიმართოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს იმ ადგილობრივ სამსახურს დასაც დროებით ცხოვრობს
დევნილის სტატუსი არ შეიძლება მიენიჭოს პირს რომელიც ცნობილია დამნაშავედ და იხდის სასჯელს თავისულების აღკვეთის სახით.(დამატებითი ინფორმაციისთვის იხ ლინკი http://abkhazia.gov.ge/files/sam_resurs/idp.pdf))
დევნილის სტატუსის მიღების შემთხვევაში დევნილი სახელმწიფოს მხრიდან ღებულობს ყოველთვიურ დამხარებას 45 ლარის ოდენობით თითოეულზე, საცხოვრებელ ფართს და ზამთარში 200 ლარიან ვაუჩერს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მოხმარებისთვის.
დევნილთა 45 ლარამდე გასაზრდილ შემწეობებს ვერ მიიღებენ ის პირები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1 250 ლარი ან მეტია.
კომპაქტურად ჩასახლებული დევნილი თვეში შემწეობის სახით 22 ლარს იღებს იმასთან ერთად, რომ სახელმწიფო დამატებით ფარავს მისი კომუნალური მომსახურების ხარჯებს; ხოლო ე.წ. კერძო სექტორში განსახლებული დევნილები, რომლების კომუნალურ გადასახადებს თავად იხდიან, 28 ლარს იღებენ სახელმწიფო შემწეობის სახით.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ შემდეგი ლინკები-http://www.bpi.ge/index.php?option=com_content&view=article&id=20367:---200---&catid=42:2011-11-06-22-59-58&Itemid=1&lang=en&layout=default&month=11&year=2013
სოც-დაცვა თავი http://scara.gov.ge/ka/2010-03-17-12-49-14/2010-03-17-13-55-32/40-2014-03-13-13-09-18.html  N 4 მუხლი 16,, მუხლი 16. დევნილის სოციალური დაცვა.