წლის ბებია-წლის ბაბუა

 

საშობაო წარმოდგენა-კონკურსი  იმართება 2005 წლიდან. ხანდაზმულები ერთმანეთს ეჯიბრებიან ცეკვაში, სიმღერაში, საესტრადო ხელოვნებაში. ''წლის ბებიას და წლის ბაბუას' 'გამარჯვებულებს ავლენს საზოგადოების ცნობილი სახეებით დაკომპლექტებული ჟიური. გამარჯვებული და ყველა მონაწილე ჯილდოვდება ფულადი პრემიებითა და საჩუქრებით. სტუმრები და ბენეფიციარები ღონისძიებას თვალყურს ადევნებენ  სპეციალურად მოწყობილ მონიტორებზე.

პროექტის გენერალური სპონსორია თელასი.  გარდა ამისა, ნებისმიერ ორგანიზაციას შეუძლია ფულადი ან სხვა პრიზების დაწესება ნომინაციების მიხედვით ან საკუთარი სურვილების შესაბამისად.

კონკურსი ძალზე პოპულარულია, ის ყოველწლიურად 5 იანვარს იმართება და მასში მონაწილეობას იღებენ ხანდაზმულები მთელი საქართველოდან.

პირველად ამ პროექტის ისტორიაში ხანდაზმულთა ტრადიციული საშობაო წარმოდგენა - კონკურსი წლის "ბებიასა" და "ბაბუას" წოდებების მოსაპოვებლად 5 იანვარს ჩაიწერა ხოლო 16 გავიდა ტელეიმედის ეთერში, გადაცემაში "პრაიმ შოუ", 16 იანვარს. 2019 წლის ღონისძიება გამოირჩეოდა საკონკურსო ნომრების მრავალფრეოვნებით. ხანდაზმულები ერთმანეთს შეეჯიბრნენ - ცეკვაში, სიმღერაში, ინსტრუმენტებზე დაკვრაში, საცირკო ხელოვნებაში და ა.შ.. კონკურსი ძალზე პოპულარულია და მასში მონაწილეობა მიიღო 25 ხანდაზმულმა როგორც თბილისიდან, ისე რეგიონებიდან(თეთრიწყარო,ბოლნისი,თელავი,ჩოხატაური,ქარელი,ყვარელი,ახმეტა,ახალციხე,ბაღდათი,თერჯოლა,აფაზეთი).ჟიურის წევრები,რომლებმაც გამარჯვებულები გამოავლინეს იყვნენ "პრაიმ შოუს" ექვსივე წამყვანი და თელასის, ამ  კონკურსის ტრადიციული სპონსორის წარმომადგენელი. გამარჯვებულები გახდნენ: წლის "ბებია-2019" - ეთერ მანგოშვილის (84 წლის), წლის "ბაბუა-2019" - ოთარ ცინცაძე (78 წლის, ჩოხატაურიდან). მათ გადაეცათ ფულადი პრიზი 500-500 ლარის ოდენობით, ხოლო დანარჩენ კონკურსანტებს - 100-100 ლარი თითოეულს. ამასთან, ღონისძიებაში მონაწილე ყველა ხანდაზმულმა სპონსორიგსან მიიღო საჩუქრად ტკბილეულის ნობათი.