სოციალური შეღავათები

პენსია

საქართველოს მოქალაქე მამაკაცმა - 65 წლის და ქალბატონმა - 60 წლის შესრულების შემდეგ, ასაკის საფუძვლით სახელმწიფო პენსიის დასანიშნად შეუიძლიათ მიმართოთ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულს.

 

სახელმწიფო პენსიის დანიშვნა შეუძლიათ:

 •საქართველოს მოქალაქეებს;

•საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებს;
•პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადების შეტანის მომენტისათვის ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერ საფუძველზე მუდმივად მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს.

 „2013 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის 32 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, 2013 წლის 1 სექტემბრიდან ყველა ასაკით პენსიონერისათვის სახელმწიფო პენსიის ფულადი ოდენობა განისაზღვრა 150 ლარით.

 პენსიის დასანიშნად რაიონულ განყოფილებაში უნდა წარადგინოთ:

• პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 2012 წლის 1 სექტემბრიდან 60 წლის და ზემოთ ასაკის ქალებზე და 65 წლის და ზემოთ ასაკის მამაკაცებზე ვრცელდება სახელმწიფო დაზღვევის პროგრამა. სადაზღვევო პოლისი ითვალისწინებს სამედიცინო მომსახურების გარკვეული სახეების დაფინანსებას, მათ შორის სამკურნალო საშუალებათა ანაზღაურებას დამტკიცებული ნუსხის და ლიმიტის მიხედვით. სადაზღვევო კომპანია უნაზღაურებს მედიკამენტებს პოლისის წლიური სადაზღვევო ლიმიტის 100 ლარის ფარგლებში, 50%-ის თანაგადახდით მოსარგებლის მხრიდან.

 პენსიონერები სარგებლობენ შეღავათებით საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც.მგზავრობის ღირებულება შეადგენს 10 თეთრს.

 იმისათვის რათა ისრგებლო უფასო სასადილოთი ან თავშესაფარში განთავსდე ,უნდა გქონდეს უმწეობის სტატუსი და განცხადებით მიმართო რეგისტრაციის ადგილის

 შესაბამისად სოციალური მომსახურების სააგენტოს:

 1. დიდუბე-ჩუღურეთი აღმაშენებლის 140 ა 2374793 2374839 1505

 2. გლდანი-ნაძალადევი სარაჯიშვილის 1 1505

 3. ვაკე-საბურთალო მიცკევიჩის 23 1505

 4. სანი-სამგორი მოსკოვის გამზირი 25 1505