სოციალური შეღავათები

სოციალურად დაუცველი

 

 

სოციალურად დაუცველის სტატუსის მოსაპოვებლად ოჯახი, საკუთარი თავის იდენტიფიცირებას ახდენს, როგორც სოციალურად დაუცველი და ავსებს განაცხადს დახმარებისათვის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სოციალური მომსახურეობის სააგენტოში, შემდეგ მასთან მიდის სოციალური აგენტი, რომელიც სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შედეგად ანიჭებს ქულებს, ამის მიხედვით ოჯახს სახელმწიფოსაგან ენიშნება ყოველთვიური დახმარება - ერთ სულზე 30 ლარი, ხოლო ყოველ მომდევნოზე - 24 ლარი. (http://newscafe.ge/index.php/geo/2012-09-21-07-36-49/432-spcialuridac და http://commersant.ge/?lang=1&menuid=88&id=11920)
სოციალურად დაუცველთათვის თავშესაფრებზე და უფასო სასადილოებზე ინფორმაცია იხილეთ ფაილში "პენსია" ))
სოციალურად დაუცველები სარგებლობენ შეღავათებით - მიკროავტობუსში 50 % ფასდაკლებით (http://news.ge/ge/news/story/71687-sotsialurad-dautsvelebi-khvalidan-mikroavtobusebshi-50-iani-sheghavatit-isargebleben )
ფულადი დახმარების დანიშვნის უფლებით - რომლის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 57 000-ს.
თუ თქვენი ოჯახის სარეიტინგო ქულა ნაკლებია 57001-ზე და განხორციელდა საარსებო შემწეობის დანიშვნის პროცედურა, 2013 წლის ივლისიდან მიიღებთ ფულად დახმარებას შემდეგი ოდენობით:
• ერთსულიანი ოჯახის შემთხვევაში - 60 ლარი;
• ორი და მეტსულიანი ოჯახების შემთხვევაში, ოჯახის უხუცეს წევრზე 60 ლარი, ხოლო ყოველი მომდევნო წევრზე - 48 ლარი. ფულად დახმარებას თქვენი ოჯახი მიიღებს მინიჭებული სარეიტინგო ქულის ძალაში შესვლიდან მეორე თვეს.
ფულად სოციალურ დახმარებას ვერ მიიღებენ ოჯახის ის წევრები, რომლებიც, მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მიუხედავად, სოციალური დახმარების დანიშვნისთვის არიან:
• სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებული, რომელსაც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა;
• იძულებით სამკურნალოდ გაგზავნილი პირი;
• ვადიან სამხედრო სამსახურში მყოფი პირი (გარდა იმ პირისა, რომლების სამხედრო სამსახურის შესრულებისას პერიოდულად (სამ თვეში ერთხელ მაინც) ბრუნდება ოჯახში);
• ოჯახიდან სამ თვეზე მეტი ვადით წასული პირი;
• სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად გამოცხადებული პირი;
• ინსტიტუციონალურ დაწესებულებაში სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე მყოფი პირი.
(http://ssa.gov.ge/index.php?sec_id=35&lang_id=GEO)
ელექტოენერგიაზე შეღავათები იმ აბონენტებს, რომლებიც 100 კვტ/სთ-მდე ელექტროენერგიას მოიხმარენ. ტარიფი 3,5-ის ნაცვლად 4 თეთრით შემცირდება.(დღეისთვის 1 კვტ 9,4 თეთრი ღირს)
ამჯერად 428 000 სოცილურად დაუცველია. გაიოზ თალაკვაძე- სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელია. 2015 წლიდან იცვლება სოციალურად დაუცველის სტატუსის მოპოვების წესები.