ჩვენი თანადგომა...

ხანდაზმულთა თავშესაფარი

"კათარზისში" ფუნქციონირებს მხოლოდ მანდილოსანთა თავშესაფარი. აქ დღეისათვის 14 ხანდაზმულის განთავსებაა შესაძლებელი.

იხილეთ ვრცლად

სარეაბილიტაციო დარბაზი

კვალიფიციური სპეციალისტი ურჩევს ხანდაზმულებს მათი ჯანმრთელობის შესატყვის ვარჯიშებს, ხოლო სათნოების ძმები ეხმარებიან მათ ამ რეკომენდაციების სწორად შესრულებაში. მუშაობს მასაჟისტი. 

იხილეთ ვრცლად

რელაქსაციის ოთახი

რელაქსაციის ოთახში დგას დიდი, ლამაზი გალია, სადაც ამადინები ბინადრობენ. მათი გალობა ქმნის მშვიდ, მყუდრო გარემოს. აქ ხშირად ნახავთ სავარძელში ტკბილად მიძინებულ ბებიას ან ბაბუას.

იხილეთ ვრცლად

კაფე "ჯული"

აქ ხანდაზმულები საუბრობენ ფინჯან ჩაიზე, ყავაზე, აღნიშნავენ დაბადების დღეებს, უსმენენ მუსიკას, მართავენ შეხვედრებს. კაფე ატარებს ორგანიზაციის დიზაინერის ქალბატონ ჯული სუხიშვილის სახელს, რომელიც გვახსოვს და გვიყვარს.

იხილეთ ვრცლად

ბიბლიოთეკა

აქ ხანდაზმულები ეცნობიან კლასიკურ და თანამედროვე ლიტერატურასა და ახალ პრესას.

იხილეთ ვრცლად

მეორადი სამოსი

აქვე მუშაობს მკერავი, ძირითადად ემსახურება მამაკაცებს, რომლებიც ქალურ მზრუნველობას მოკლებული არიან.

იხილეთ ვრცლად

სამედიცინო სამსახური

ემსახურება ყველა ბენეფიციარს, ვინც სარგებლობს სასადილოს მომსახურებით, აგრეთვე სოციალურად დაუცველ სხვა მოქალაქეებს. სულ სამედიცინო აღრიცხვაზე აყვანილ ადამიანთა რაოდენობა ათასს აჭარბებს.

სამლოცველო

მოხატულია ხატმწერების მერაბ ჩაკვეტაძისა და დავით ხიდაშელის მიერ. სამლოცველო აკურთხა ქართული ეკლესიის მეთაურმა ილია II-მ.

იხილეთ ვრცლად

ნოსტალგიის თეატრი

ნოსტალგიის თეატრი არაპროფესიონალ ხანდაზმულთა თეატრია. 1993 წლიდან დღემდე აქ 18-მდე სპექტაკლი და იუმორისტული სკეტჩი დაიდგა: "ხეიბარი თოჯინა", "ხანუმა", "სამანიშვილის დედინაცვალი", "გამოკეტილი ჭიშკარი"...

იხილეთ ვრცლად

  • საავტორო უფლება © 2016 კათარზისი
  • ყველა უფლება დაცულია
  • ტელ:  +995 32 2951646 
  • ფაქსი: +995 32 2958122
  • მისამართი:  121 აღმაშენებლის გამზირი, თბილისი, საქართველო
  • Email: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.   This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.