აერთაშორისო ჰუმანიტარული კავშირი "კათარზისი" არის სოციალური დახმარების ცენტრი, სადაც თავმოყრილია ის გადაუდებელი სოციალური სამსახურები, რომლებიც აქტუალურია ასაკოვანი მოსახლეობისათვის. ჩვენი ხანგრძლივი გამოციდლების მიხედვით ეს მომსახურება უმნიშვნელოვანესია ქვეყნისთვის. სერვისები უფასოა და ხელმისაწვდომი ნებისმიერი ხანდაზმულისთვის, ვისაც აქვს ამის საჭიროება.

სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდა, სრულფასოვანი სიბერე, მოხუცთა ჯანმრთელობა, მათი ინტეგრირება საზოგადოებაში - ასოციაციის ყველაზე მნიშვნელოვანი თემებია. უმთავრესია ასაკის მატებასთან ერთად ხანდაზმულმა შეინარჩუნოს დამოუკიდებლობა, ღირსება და არჩევანის თავისუფლება, არ უდნა შეელახოს თავმოყვარეობა.

აი, ეს არის უმთავრესი ჩვენთვის. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მოხუცები ხალისიანად ატარებდნენ თავიანთ ყოველდღიურ ცხოვრებას.