სამადლო  სასადილო

 

ყოველდღიურად ემსახურება 430 ადამიანს. 1990 წლიდან 2020 წლის ბოლომდე გაწეული აქვს 3 მილიონ 110 ათასზე მეტი მომსახურება.  კვების პროცესი მიმდინერეობს უწყვეტ რეჟიმში, ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, მიუხედავად რელიგიური თუ საერო დღესასწაულებისა.  სადილისათვის გამოყოფილია ორ საათნახევარი.

მსოფლიო პანდემიის გამოცხადების შემდგომ, საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე, 70 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის სახლში დარჩენის რეკომენდაციისა და დახურულ სივრცეში ადამიანების თავშეყრის აკრძალვის შედეგად, და იმის გათვალისწინებით, რომ „კათარზისი“ ემსახურება სწორედ ხანდაზმული ასაკისა და მაღალი რისკ ჯგუფის ადამიანებს, მუშაობა შეაჩერა დღის ცენტრმა, თუმცა არ გაუჩერებია მუშაობა სასადილოს არც ერთი დღით - გადავედით მომსახურების საგანგებო რეჟიმზე - 12 მარტიდან 22 მარტამდე, მზა სადილები გაიცემოდა „კათარზისის“ ეზოდან, ხოლო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე ორი დღით ადრე, „კათარზისსა“ და კომპანიებს „გლოვოსა“ და „ვიზას“ შორის შეთანხმებების საფუძველზე მათი მხრიდან სრულიად უსასყიდლოდ დაიწყო და დღემდე გრძელდება ხანდაზმულებისათვის ყოველდღიურად მზა სადილებისა და სამ კვირაში ერთხელ მშრალი პროდუქტების ნობათების ბინაზე მიწოდება. აღსანიშნავია, რომ თუ 2020 წლის დასაწყისში ბენეფიციართა რაოდენობა 340 ადამიანს შეადგენდა, აპრილის თვიდან გაიზარდა მათი რაოდენობა და დღეისათვის 450 ხანდაზმულია. მთელი წლის განმავლობაში უფასო სასადილომ გასწია 80000-მდე მომსახურება.