რიტუალური სამსახური

 

სათნოების სახლს  მუხათგვერდის სასაფლაოს ტერიტორიაზე აქვს 5000 კვ.მ მიწის ნაკვეთი, სადაც მიუსაფარი ხანდაზმულები იკრძალებიან. დღემდე დაკრძალული ხანდაზმულებიდან ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი იყო, ამიტომ „კათარზისში“ დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, მათთვის ადგილობრივ სამლოცველოში   აღევლინა გარდაცვლილის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი, დაინთო აქვე დამზადებული სანთლები, იგალობა  ბენეფიციარების გუნდმა, ხოლო სასადილოში მომზადდა გარდაცვლილის მოსახსენიებელი სადილი. სტანდარტი აგრეთვე ითვალისწინებს საფლავის ქვის დადგმას გარდაცვლილის ვინაობისა  და თარიღების მითითებით.